Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

განცხადება ამ ვებ-გვერდზე ბარიერის მოხსნის შესახებ

17.09.2020 - სტატია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი წარმომადგენლობები საზღვარგარეთ ცდილობენ, რომ მათი ვებ-გვერდებიდან მოხსნან ბარიერები ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2016/2102 მითითების შესრულების შესახებ გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად.

განცხადება ბარიერის მოხსნის შესახებ ვრცელდება ინტერნეტში განთავსებულ ამ ვებ-გვერდის ამჟამინდელ ვერსიაზე.

იგი შექმნილია 2020 წლის 17 სექტემბერს.

რომელი მონაკვეთები არ არის უბარიერო? 

მონაკვეთები, რომლებიც არ არის უბარიერო: 

  • PDF-ჩამოტვირთვები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბარიერიანი PDF-ფაილები შეძლებისდაგვარად მალე ჩავანაცვლო უბარიერო ვერსიებით. 
  • ნაწილობრივ ვიდეოების სუბტიტრები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიდეოს გამოქვეყნებიდან შეძლებისდაგვარად მალე დავამატოთ სუბტიტრები, თუ გამოქვეყნებისას ვიდეოს იგი არ აქვს. 

უკუკავშირი და კონტაქტი

თუ ამ ვებ-გვერდზე უბარიერო შესვლისას თქვენ აღმოაჩინეთ ხარვეზები ან თუ გაქვთ კითხვები ბარიერის მოხსნის თემასთან დაკავშირებით, მაშინ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ამისათვის გთხოვთ გამოიყენოთ უკუკავშირის შესაბამისი ფორმა. 

თქვენ შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.

თქვენი შეტყობინება შეგიძლიათ გვაცნობოთ გერმანული ჟესტური ენით აქ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჟესტური ტელეფონი გერმანულ ჟესტურ ენაზე ფუნქციონირებს.

დავების პროცედურა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში გერმანიის მთავრობის რწმუნებულის ოფისთან ფუნქციონირებს დავათა მოგვარების სამსახური. აღნიშნული სამსახურის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ფედერაციის საჯარო უწყებებს შორის არსებული დავების მოგვარება.

თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ აღნიშნულ სამსახურს, თუ ზემოხსენებული საკონტაქტო ფორმით გაკეთებულ განაცხადზე მიღებული პასუხით არ იქნებით კმაყოფილი. ამ პროცედურით მოგებული ან წაგებული კი არ გამოვლინდება, არამედ ამის მიზანია, რომ დავათა მოგვარების სამსახურის დახმარებით ერთად და სასამართლოს გარეშე მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის გზა.

დავის მოგვარების პროცედურა უფასოა. თქვენ ასევე არ გჭირდებათ ადვოკატი.

დავათა მოგვარების სამსახურის ვებ-გვერდზე თქვენ იხილავთ ყველა ინფორმაციას დავათა მოგვარების პროცედურის შესახებ (გერმანულ და ინგლისურ ენებზე). იქ თქვენ გაიგებთ, თუ როგორ მიმდინარეობს დავათა მოგვარების პროცედურა და როგორ შეგიძლიათ განაცხადის გაკეთება. განაცხადის გაკეთება ასევე შეგიძლიათ იოლ ენაზე ან გერმანულ ჟესტურ ენაზე.  

დავათა მოგვარების სამსახურის საკონტაქტო მონაცემებია:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში გერმანიის მთავრობის რწმუნებულის ოფისთან არსებული დავათა მოგვარების სამსახური შშმ-პირთა თანასწორობის შესახებ კანონის შესაბამისად

მაუერშტრასე 53 
10117 ბერლინი 
ტელ.: +49 30 18 527-2805 
ფაქსი: +49 30 18 527-2901

ელ. ფოსტა: info@schlichtungsstelle-bgg.de
ინტერნეტი: https://www.behindertenbeauftragter.de/EN/ArbitrationService/EN/EN_node.html

შეტყობინება ბარიერის შესახებ

გვერდის დასაწყისში გადასვლა