Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანია და საქართველო - დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი

12.04.2022 - პრესრელიზი

გერმანიასა და საქართველოს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობის ისტორია აკავშირებს. მიმდინარე წლის 13 აპრილს ვზეიმობთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.
გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. 1993 წლის 13 აპრილს, გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის თბილისში ვიზიტით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებულ პარტნიორობას. იმ დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველმა ელჩმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ცოტა ხნის შემდეგ კი თბილისში გერმანიის საელჩო გაიხსნა.
2022 წლის 13 აპრილს გერმანიის საელჩო თბილისში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტი  ამ იუბილეს აღნიშნავენ პანელური დისკუსიით „30 წელი ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტიდან: გერმანია, საქართველო და ევროპა, როგორც ერთი მთლიანი“. დისკუსიის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი 1995-2003 წლებში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სტრატეგიული კვლევის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თანათავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი და გერმანიის ყოფილი ელჩი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის ბიუროს ხელმძღვანელი თომას მატუსეკი განიხილავენ გერმანულ-ქართული ურთიერთობების ისტორიასა და აწმყოს.
ღონისძიება დაიწყება 18 საათზე და პირდაპირ ეთერში გადაიცემა გერმანიის საელჩოს ფეისბუქის გვედზე: https://www.facebook.com/DeutscheBotschaftTiflis
გარდა ამისა, თბილისის სატელევიზიო ანძა განათდება გერმანიისა და საქართველოს დროშების ფერებში.

გვერდის დასაწყისში გადასვლა