Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
ვაკანსია დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე

Lupe fokussiert Stellenangebote in einer Tageszeitung © picture alliance / Klaus Ohlenschläger
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში აცხადებს ვაკანსიას საელჩოს დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში
აცხადებს ვაკანსიას
საელჩოს დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე
სრულ განაკვეთზე (40 საათი კვირაში, დღის ცვლა) დასაქმების მიზნით.
დასაქმება თავდაპირველად გათვალისწინებულია ერთი წლის ვადით შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.
მოვალეობები:
- ვიზიტორების მიღება;
- დაცვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება;
- უსაფრთხოების მიზნით პირთა და საგნების/ავტომობილების შემოწმება;
- უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება პოლიციის გერმანელი თანამშრომლების ხელმძღვანელობით.
მოთხოვნები:
- ქართული ენის ცოდნა მშობლიური ენის დონეზე;
- გერმანული და/ან ინგლისური ენის კარგ ან ძალიან კარგ დონეზე ცოდნა;
- ყოველდღიური საინფორმაციო ტექნოლოგიების მოხმარების ცოდნა;
- თავაზიანი და მომსახურებაზე ორიენტირებული ქცევა, მოვლილი გარეგნობა და კარგი ფიზიკური აღნაგობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და თავდაჯერებულობა;
- გამძლეობა, მოქნილობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- უპირატესობა ენიჭება დაცვის/უსაფრთხოების სფეროში ან მიმღებში მუშაობის გამოცდილებას;
საელჩო გთავაზობთ:
- საინტერესო საქმიანობას მრავალენოვან გარემოში;
- მუშაობას მოტივირებულ გუნდთან ერთად;
- კვირაში 40 საათს რეგულარულ სამუშაო დროს სათანადო ანაზღაურებით;
- სოციალურ და სამედიცინო დაზღვევას.
შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დასაქმებულ პირთათვის საელჩოში მოქმედი სახელფასო სქემის მიხედვით.
გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ მხოლოდ ელ. ფოსტით მისამართზე: info@tiflis.diplo.de და თემის ველში ჩაწეროთ „Bewerbung Sicherheit“ ან „Application Security Staff“.
განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი საბუთებისგან:
- CV (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);
- სწავლის დამადასტურებელი მოწმობები;
- გერმანული და/ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობები;
- შესაბამის შემთხვევაში, ცნობები სამუშაო ადგილებიდან
განაცხადის შემოტანის ვადაა 2025 წლის 21 ოქტომბრამდე
მითითებები:
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიზნად დაისახა ქალების პროფესიული ხელშეწყობა და მოუწოდებს კვალიფიციურ ქალბატონებს, შემოიტანონ განაცხადი.
სამსახურში აყვანამდე უნდა წარმოადგინოთ სამედიცინო ცნობა სათანადო ჯანმრთელობის დასადასტურებლად. ასევე განხორციელდება პიროვნების გადამოწმება. აღნიშნულის წინაპირობაა თქვენი მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ საქართველოში მუშაობის ნებართვა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულად და დროულად შემოტანილი განაცხადები. შესაძლო გასაუბრებაზე ჩამოსვლისთვის მგზავრობის ხარჯები არ ანაზღაურდება.