Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გამოფენა: გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941)

Ausstellung: Globale Verflechtungen. Deutsche Siedler in Georgien (1817-1941)

Ausstellung: Globale Verflechtungen. Deutsche Siedler in Georgien (1817-1941), © Ilia Uni

31.01.2025 - სტატია

გამოფენა: გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941)

გამოფენის თარიღი: 30.01.2025 – 12.02.2025

გამოფენის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსის ფოიე

(https://maps.app.goo.gl/3H7qig9rPaiXeNUC6)

გამოფენა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941)“ მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქალაქ ზიგენის უნივერსიტეტის პროექტის „გერმანელების გლობალური კავშირები საქართველოში (1817-1941)“ ფარგლებში და გაიხსნა 2025 წლის 30 იანვარს, 14 საათზე. 

გამოფენაზე წარმოდგენილ 23 ბანერზე ნაჩვენებია საქართველოში მცხოვრები შვაბი ემიგრანტების ცხოვრების მონაკვეთები. პირველად არის გამოფენილი გოთიკური შრიფტით დაწერილი გერმანულენოვანი წყაროები საქართველოს ეროვნული არქივებიდან, რომლებიც მოიცავენ ინფორმაციას 1941 წლის ოქტომბერში სამხრეთ კავკასიიდან გერმანელების დეპორტაციამდე. ამ ორენოვანი გამოფენის ბანერები მოკლე ინგლისური ინფორმაციებით მოიცავს კოლონისტების ყოფაცხოვრების ისეთ თემებს, როგორებიცაა დაბადება და ნათლობა, ახალგაზრდობა და სასკოლო განათლება, ქორწინება და გაყრა, ასევე დაკრძალვა და სხვა.

პროექტის ხელმძღვანელები:              პროფესორი რაფაელა ავერკორნი და პროფესორი ოლივერ რაისნერი

პროექტის მენეჯერი:                                 ლალი კახიძე

პროექტის წევრები:                                    ფლორიან კრიონერტი, ფელიქს ლოდერმაიერი, ივა მინდაძე, მარი ანა შიობელი, დავით ჯიშკარიანი

დიზაინი:                                                          ლალი კახიძე (ანდრეა ბენედეტოს მხარდაჭერით)

საბოლოო რედაქცია:                                                ლალი კახიძე

QR-კოდის მეშვეობით გამოფენის დათვალიერება ასევე შეგიძლიათ ონლაინ.

გვერდის დასაწყისში გადასვლა