Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
გერმანიის პარლამენტის კულტურისა და მედიის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
28 აპრილიდან 2 მაისამდე საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის დელეგაცია, რომელიც შედგებოდა შემდეგი წევრებისგან: კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი კატრინ ბუდე (SPD), დეპუტატები მარტინ რაბანუსი (SPD - სოციალ-დემოკრატიული პარტია), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/მწვანეები) და თომას ჰაკერი (FDP - თავისუფალი დემოკრატიული პარტია).
თბილისში დელეგაცია შეხვდა ქართული ანალიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე კულტურის დარგში მოღვაწე გერმანული ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ეწვია გერმანიის პარტნიორ სკოლას თელავში, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ გერმანული ენის დიპლომის გამოცდის ჩაბარება. ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გარდა, შეხვედრების თემა იყო ადგილობრივი კულტურისა და მედიის სფეროს წარმომადგენელთა მდგომარეობა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება.
1 მაისს დელეგაციის წევრები წინანდალში დაესწრნენ ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ევროპულ კონცერტს, რომელსაც დანიელ ჰარდინგი დირიჟორობდა. 1991 წლიდან ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ყოველ 1 მაისს ატარებს ევროპულ კონცერტს ევროპის ერთ-ერთ ქალაქში და წელს იგი პირველად ჩამოვიდა საქართველოში.