Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანა ლიურმანის ვიზიტი საქართველოში

02.10.2023 - პრესრელიზი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში, ქალბატონი დოქტორ ანა ლიურმანი 2023 წლის 2-დან 4 ოქტომბრამდე სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. ვიზიტის მთავარი საკითხია საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და ამისათვის საჭირო რეფორმები. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი მინისტრის მოადგილე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან, დაგეგმილია ასევე შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დისკუსია სტუდენტებთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის კლიმატთან დაკავშირებული გერმანული პროექტების შესახებ. ასევე ქალბატონი ლიურმანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრება სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ ზოლთან.

გვერდის დასაწყისში გადასვლა