Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) გერმანიის ელჩს საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებს

27.07.2023 - პრესრელიზი


28 ივლისს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი  (SEU) საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს პეტერ ფიშერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის შეტანილი წვლილისათვის საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებს.

საზეიმო ცერემონიის ფარგლებში გერმანიის ელჩი გამოვა სიტყვით, რომელშიც ისაუბრებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

28 ივლისს ასევე გაიმართება გერმანიის აკადემიური სამსახურის (DAAD) დაფინანსებით გამართული ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც გერმანელ და ქართველ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართება 15:30 საათზე.

საპატიო დოქტორის მინიჭების ცერემონია გაიმართება 16:00 საათზე.

გულითადად ვეპატიჟებით ღონისძიებაზე პრესის წარმომადგენლებს!

მისამართი:  თბილისი, წინანდლის ქ. 9 (ახალი კამპუსი, აუდიტორია 3-17)

საკონტაქტო პირი: მარიამ ლაბუჩიძე - SEU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, ტელ.: 577 55 19 19

გვერდის დასაწყისში გადასვლა