Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანია მუშა სამარიტელთა კავშირის (ASB) მეშვეობით საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს  ეხმარება

17.07.2023 - პრესრელიზი

2023 წლის 18 ივლისს, 15 საათზე გერმანიის საელჩოში გაიმართება პრესკონფერენცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტთან „გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხისთვის“ დაკავშირებით.

ASB-მ საქართველოში განხორციელებული პროექტისათვის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან 5 მილიონი ევროს ოდენობის თანხა მიიღო, რომლითაც წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 7200 პირს გაეწევა ფულადი დახმარება, 3000 ოჯახი ზამთრისთვის აუცილებელ დახმარებას მიიღებს და 2000 პირი კი ფსიქო-სოციალურ დახმარებას მიიღებს.

გარდა ფინანსური დახმარებისა ჰრესნიკები, ანუ უკრაინელი ოჯახების ტრადიციული დამხმარეები ბენეფიციარებს ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას გაუწევენ და ამ საქმიანობისთვის გასამრჯელოსაც მიიღებენ.

პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მყოფი, ომისგან დაზარალებული უკრაინელების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. პროექტს ASB საქართველო ახორციელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან “Unite Together” და „საქართველოს სამარიტელთა კავშირთან“ ერთად.

პრესკონფერენციას დაესწრებიან გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, UNHCR-ის (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) წარმომადგენელი საქართველოში კემლინ ფურლი,  ASB საქართველოს დირექტორი კლემენს ფონ ჰაიმენდალი, საქართველოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები  და პროექტის ბენეფიციარი უკრაინელები.

გვერდის დასაწყისში გადასვლა