Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თობიას ლინდნერი საქართველოს ეწვევა

11.07.2023 - პრესრელიზი

თობიას ლინდნერი 2023 წლის 12 ივლისს სამუშაო ვიზიტით ჩამოვა საქართველოში და შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიას, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს, სხვა პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

შეხვედრებზე ისაუბრებენ საქართველოს შემდგომი ნაბიჯების შესახებ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, მათ შორის თბილისი პრაიდთან დაკავშირებული მოვლენების გათვალისწინებით. გარდა ამისა საუბრის თემა იქნება ასევე რეგიონში არსებული სიტუაცია.

გვერდის დასაწყისში გადასვლა