Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

07.07.2023 - პრესრელიზი

გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი, ქალბატონი ბერბელ ბასი 2023 წლის 10-12 ივლისს მისი ქართველი კოლეგის, ბატონ შალვა პაპუაშვილის მოწვევით თბილისს ესტუმრება. ქალბატონი ბასი საქართველოში მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდის. საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამიტომ საუბარი იქნება შემდგომ ნაბიჯებზე ამ მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა ქალბატონი ბასი განიხილავს ასევე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობას. პარლამენტის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონ შალვა პაპუაშვილს, ასევე საქართველოს პრეზიდენტ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.

ვიზიტის პროგრამაში არის ასევე სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული ხაზის მონახულება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბრიფინგი.

გერმანიის რანგით მეორე სახელმწიფო წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ემსახურება მომავალში ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

გვერდის დასაწყისში გადასვლა