Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
გერმანიაში არდადეგების დროს დასაქმება
Würfel mit Jobs, © colorbox
ქართველ სტუდენტებსა და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მაქსიმუმ 90 დღის ვადით (12 თვის განმავლობაში) უვიზოდ დასაქმდნენ გერმანიაში. ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, რათა გაეცნონ გერმანიას, შეისწავლონ ენა და მიიღონ სამუშაო გამოცდილება საზღვარგარეთ. ანაზღაურებადი სამუშაო არდადეგების პერიოდში საშუალებას აძლევს მონაწილეებს, დამოუკიდებლად დააფინანსონ გერმანიაში ყოფნა და ზოგჯერ გარკვეული თანხაც კი დააგროვონ. განაცხადის წინაპირობას წარმოადგენს ჩარიცხვის დასტური უცხოური უნივერსიტეტიდან ან პროფესიული სასწავლებლიდან. ამასთან ამ სამუშაოს შესრულება დაშვებულია არდადეგების დროს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში. საბუთების მისაღებად ახალგაზრდებმა უნდა მიმართონ გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციას ქუთაისში.
პარტნიორი ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია:
ქართულ-გერმანული ცენტრი, გ. ტაბიძის ქუჩა 47, 4600 ქუთაისი
ტელ.: 00995 431244524, ფაქსი: 00995 431243473, ელ. ფოსტა: gdzkutaissi@yahoo.de
დამატებით ინფორმაციას გერმანულ ენაზე გერმანიაში არდადეგების დროს უცხოელი სტუდენტების დასაქმების შესახებ იხილავთ აქ:
https://www.arbeitsagentur.de/fuer-menschen-aus-dem-ausland/jobs-und-praktika-finden