Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორის რობინ ვაგენერის ვიზიტი საქართველოში

05.06.2023 - პრესრელიზი

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მოლდოვას რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი, ბატონი რობინ ვაგენერი 2023 წლის 5 ივნისს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია.

ბატონი ვაგენერი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონ ილია დარჩიაშვილს, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს, ასევე სხვა დეპუტატებსა და  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

საქართველოში ჩამოსვლამდე ბატონმა ვაგენერმა განაცხადა:

„საქართველოში მივემგზავრები, რათა მკაფიო გავხადო, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს პერსპექტივა რეალობად იქცეს. ამასთან ნათელია, რომ ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის. ჩვენ დავინახეთ, რომ აუცილებელი რეფორმების გატარება არ არის ადვილი და ხანდახან წინააღმდეგობებს აწყდება. ვაღიარებ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამის შესახებ ვისაუბრებ მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.“

გვერდის დასაწყისში გადასვლა