Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი დააჯილდოვებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის55 სტიპენდიატს, რომლებიც გერმანიაში სწავლისა და კვლევის მიზნით გაემგზავრებიან    ​​​​​​​

22.05.2023 - პრესრელიზი

ორშაბათს, 2023 წლის 22 მაისს, 17:00 საათზე, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) რეგიონული ოფისი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო წლევანდელ სტიპენდიატებს მწერალთა სახლში (ი. მაჩაბლის ქ. 13) საზეიმო მიღებაზე იწვევენ.

DAAD-ის სტიპენდიების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები, დოქტორანტები და მეცნიერები წელსაც გაემგზავრებიან გერმანიაში სასწავლად და საკვლევად.

25 სტიპენდია გაიცემა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.

DAAD-ი არის გერმანიის უმაღლესი სასწავლებლებისა და მათი სტუდენტების ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სამეცნიერო სივრცის ინტერნაციონალიზაცია, ასევე გერმანისტიკისა და გერმანული ენის ხელშეწყობა.  DAAD-ი არის აკადემიური გაცვლის ყველაზე დიდი ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში.

საქართველოში DAAD-ი  1988 წლიდან მუშაობს. 2021 წელს თბილისში დაარსდა DAAD-ის რეგიონული წარმომადგენლობა , რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ემსახურება.

გვერდის დასაწყისში გადასვლა