Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ეთიკა სოციალურ მედიაში

05.01.2022 - სტატია

ძვირფასო მომხმარებლებო,


მოხარული ვართ, რომ გვწერთ კომენტარებს გერმანიის საელჩოს Facebook-ის გვერდზე.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული წესები. საელჩო იტოვებს უფლებას, წაშალოს ან დაარეპორტოს ის კომენტარები, რომლებიც ამ წესებს არ შეესაბამება.


პატივისცემაზე დაფუძნებული დისკუსია


ჩვენ გვსურს პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი ერთმანეთთან. ამიტომ გთხოვთ, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება სამართლიან და თავაზიან ტონს:
• მოეპყარით სხვა მომხმარებლებს ისე, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგეპყრონ.
• ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საქმე გაქვთ ადამიანებთან და არა ვირტუალურ პიროვნებებთან. გამოიყენეთ თემასთან დაკავშირებული არგუმენტები  და არასდროს განახორციელოთ პიროვნული თავდასხმა ან მოიყვანოთ არგუმენტები, რომლებიც პიროვნებას ეხება. 
• ყველას აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი. ამიტომ ნუ ეცდებით, სხვებს თქვენი აზრი თავს მოახვიოთ.
• ჩვენ წავშლით ან დავარეპორტებთ ყველა შეურაცხმყოფელ, სექსისტურ, რასისტულ და ანტისემიტურ გამონათქვამებსა და კომენტარებს, ვულგარული, დამამცირებელი და სიძულვილის ენით დაწერილ შინაარსებს, ასევე იმ პოსტებს, რომლებიც არღვევს მესამე მხარის უფლებებს, განსაკუთრებით ინტელექტუალური საკუთრების უფლებას.
• დაწერეთ თქვენი კომენტარი შეძლებისდაგვარად იმ ენაზე, რომელ ენაზეც არის პოსტი. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შესაბამის შემთხვევაში წავშალოთ ან დავარეპორტოთ სხვა ენაზე დაწერილი კომენტარები.


ყურადღება მიაქციეთ თემატურობას


• თქვენი კომენტარები ყოველთვის პირდაპირ კავშირში უნდა იყოს მოცემული პოსტის თემასთან. ყველას ინტერესშია, რომ თავიდან ავირიდოთ ისეთი შინაარსის ტექსტები, რომლებსაც პოსტის თემასთან არ აქვს კავშირი. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შესაბამის შემთხვევაში წავშალოთ ან დავარეპორტოთ ასეთი ტექსტები. იგივე ეხება ტექსტებს, რომლებიც რამდენჯერმე დაიწერება.


არანაირი სპამი


• ჯაჭვური წერილების, ჯანკ-მეილებისა და სპამის სახის პოსტები ეწინააღმდეგება ფეისბუქის მოხმარების წესებს. ამიტომ ისინი დაუყოვნებლივ წაიშლება. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას, დავბლოკოთ და/ან დავარეპორტოთ ის მომხმარებლები, რომლებიც ასეთი სახის პოსტებს ავრცელებენ.
• სოციალურ მედიაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს გვერდების ბოროტად გამოყენება რეკლამისათვის, ასევე კომერციული ან კერძო საქონლის და მომსახურების შეთავაზებისათვის აკრძალულია. ასეთი სახის პოსტები წაიშლება და დარეპორტდება.
• არ შეიძლება ისეთი ტექსტების, ინფორმაციის, პროგრამების ან სხვა მასალის გამოქვეყნება, რომელიც მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.


სწორი ციტირება


• ციტირებული ტექსტის ზუსტად გადმოცემის გარდა, სწორ ციტირებაში ასევე იგულისხმება წყაროს სწორად მითითება. ციტირების დროს დასახელებული უნდა იყოს წყარო ან ავტორი და მკითხველისთვის შესაძლებელი უნდა იყოს მათი გადამოწმება. სხვა ვებ-გვერდებზე გადასამისამართებელი ბმულები შეძლებისდაგვარად ნაკლებად გამოიყენეთ.
• ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, წავშალოთ განმეორებით მოცემული ბმულები.


მომხმარებელთა პასუხისმგებლობა


• ყველა მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ გამოქვეყნებულ შინაარსებზე. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებელთა პოსტებზე.
• იმ შემთხვევაში, თუ გამოქვეყნებული შინაარსი დაცულია საავტორო უფლებით, მისი გამოყენების უფლებები ძირითადად რჩება ავტორს. თუმცა ავტორიამ შინაარსის განთავსებით აძლევს უფლებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს დიდი ხნით დატოვოს ან დააარქივოს ეს პოსტები თავის ფეისბუქის გვერდზე. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ასევე უფლებამოსილია, წაშალოს, დაამუშავოს, გადაიტანოს ან დახუროს თემები და პოსტები.


გვერდის ადმინისტრატორის საბოლოო პასუხისმგებლობა


• ჩვენ, როგორც გვერდის ადმინისტრატორები, ვერ შევეგუებით კომენტარების განთავსების აქ მოცემული წესების დარღვევას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს და მიზეზის მითითების გარეშე დავარეპორტოთ და წავშალოთ პოსტები ან კომენტარები და დავარეპორტოთ ან დავბლოკოთ მათი ავტორები.
• გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს სოციალურ მედიაში თქვენი ინტერაქციის შედეგად თქვენ ეთანხმებით ამ წესებს.
• აღნიშნულზე ვრცელდება ზოგადი კანონები და სხვა სამართლებრივი ნორმები.
• მათი დარღვევა იწვევს დისკუსიაში მონაწილეობის დასრულებას და განსაკუთრებულ შემთხვევაში სამართლებრივი პროცედურების დაწყებას.


ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ შემდეგი პლატფორმის მოხმარების ზოგადი წესები და პირობები:
• Facebook-ის მომსახურების პირობები


მადლობას გიხდით ყურადღებისათვის!

გვერდის დასაწყისში გადასვლა