Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

თბილისი - მსოფლიო წიგნის დედაქალაქი 2021: Pop-up გამოფენა „გერმანული მრავალფეროვანი ენაა“

01.09.2021 - პრესრელიზი
  • 2016-2018 წლებში 410.000 ევროთი დაფინანსდა 140 წიგნის ქართული ენიდან გერმანულ ენაზე თარგმნა. 
  • 2018 წელს 157 სხვადასხვა წიგნი 84 გერმანულ გამომცემლობაში გამოიცა, მათ შორის  86 ბელეტრისტიკა.
  • 72 ქართველი ავტორი  2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას  ესტუმრა და საკუთარი ნაწარმოებები წარმოადგინა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შესახებ

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არის საერთაშორისო გამოცემების ყველაზე დიდი გამოფენა და განათლების, კინოინდუსტრიის, თამაშების, მეცნიერებისა და ინფორმაციის სფეროების  წარმომადგენლების შეხვედრის ადგილი. 1976 წლიდან დაინერგა ყოველწლიურად ცვალებადი საპატიო სტუმარი ქვეყნის ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც ეს ქვეყანა საკუთარ წიგნებს, ლიტერატურასა და კულტურას წარუდგენს წიგნის ბაზრობის აუდიტორიას. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ორგანიზებას უწევს გერმანელი გამომცემლების მონაწილეობას და საინტერესო, თემატური ღონისძიებების ჩატარებას  წიგნის მნიშვნელოვან საერთაშორისო ბაზრობებზე. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არის Börsenverein des Deutschen Buchhandels- ის შვილობილი კომპანია. www.buchmesse.de

გვერდის დასაწყისში გადასვლა