ÖPR-პროგრამაზე განაცხადების მიღება 7 ნოემბრამდეა შესაძლებელია
თუ მუშაობთ მედიის გონივრულად გამოყენებაზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ გსურთ ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობით მათი მომავლის პერსპექტივების გაუმჯობესება, თუ ხელს უწყობთ ადგილობრივ ჟურნალისტიკას და ამით აძლიერებთ პლურალიზმსა და მედიის მრავალფეროვნებას, მაშინ 2025 წლის 7 ნოემბრამდე გერმანელ, პოლონელ ან ფრანგ პარტნიორებთან ერთად შეიტანეთ განაცხადი ასეთი ან მსგავსი პროექტებით „აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაფართოების პროგრამაში“ (ÖPR) მონაწილეობის მისაღებად. ამ პროგრამით გერმანიის ფედერალური მთავრობა 2014 წლიდან საქართველოშიც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებრივი სტრუქტურების შექმნასა და გაფართოებას და მათ კავშირებს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოებასთან.
სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს შეუძლიათ ონლაინ-განაცხადის შეტანა კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების სრული სპექტრით. პროგრამის მიზანია პარტნიორი ქვეყნებისა და გერმანიის ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისთვის მდგრადი სამოქალაქო საზოგადოებრივი სტრუქტურების შექმნა. მოთხოვნების, განაცხადის პროცესის, ძირითადი პრიორიტეტების და სხვა საკითხების შესახებ ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: Ausbau der Zusammenarbeit mit der Zivilgesellschaft in den Ländern der Östlichen Partnerschaft und Russland