გერმანიაში მომცეს გერმანიის მოქალაქეობის მიღების წინასწარი დასტური (Einbürgerungszusage) და მსურს ჩემი ქართული პასპორტით გავემგზავრო საქართველოში
საელჩოს ინფორმაციით გერმანიის მოქალაქეობის წინასწარი დასტურის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობიდან თქვენი გასვლა შესაძლებელია ავტომატურად განხორციელდეს მანამდე, სანამ გერმანიის მოქალაქეობას მიიღებთ. ეს ხდება ოფიციალური დასტურის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს პასპორტს ფლობთ.
ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც ზემოაღნიშნული მიზეზის გამო მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის დროს საზღვარზე საქართველოს პასპორტი ჩამოერთვათ.
გერმანიის საელჩო თბილისში ვერ გასცემს გერმანულ პასპორტს, რადგან გერმანიის მოქალაქეობა თქვენთვის ჯერ არ იქნება ძალაში შესული.
ასეთ შემთხვევაში საელჩოში უნდა მოითხოვოთ გერმანიის ვიზა და დროებითი სამოგზაურო საბუთი, რომელთა მიღების პროცედურაც რამდენიმე კვირა გრძელდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე საელჩო მოგიწოდებთ, გერმანიის მოქალაქეობის მიღებაზე წინასწარი დასტურის (Einbürgerungszusage) მიღების შემდეგ არ გაემგზავროთ საქართველოში ქართული პასპორტით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმის მეშვეობით.