Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

09.05.2023 - Pressemitteilung

2023 წლის 10 - 12 მაისს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დელეგაცია საქართველოს ეწვევა. დელეგაციაში იქნებიან ქალბატონი კრისტიანე ლაიბახი (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი), ქალბატონი მონიკა ბეკი (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შვილობილი კომპანიის DEG-ის დირექტორთა საბჭოს წევრი), ვერენა კიოტკერი (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის კორპორატიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი), ქალბატონი ვერონიკა გარსია დელ არკო (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი). ქალბატონი ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესი (გერმანიის რეკონსტრუქციული საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორი) ქალბატონი  კაარის პიოტიგი (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის პრესმდივნის მოადგილე). დელეგაციის წევრები ასევე არიან სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად გააშუქებენ დელეგაციის საქართველოში ვიზიტს. სტუმრობის მიზანია იმ პროექტების დათვალიერება, რომელსაც საქართველოში, გერმანიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სსე-ში (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა), სადაც სტუმრები დაათვალიერებენ ენერგოქსელების ცენტრალურ სამართავ სისტემას და იმსჯელებენ სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა ენერგოდამოუკიდებლობა, განახლებადი ენერგიები, ისევე როგორც ქართული ელექტრო სექტორის როლი ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში. ასევე დაგეგმილია სტუმრობა ახალციხის ქვესადგურში.

გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს. საუბარი გაიმართება რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ბიომრავალფეროვნების კუთხით.

პროგრამაში ჩანიშნულია შეხვედრა თბილისის მერის მოადგილესთან. საუბრის თემა იქნება ურბანული მობილობა. დელეგატები გაეცნობიან ქალაქის საგზაო საკომუნიკაციო ქსელის გეგმასა და საგზაო მიმოსვლის ამჟამინდელ მდგომარეობას.

სტუმრები ასევე ეწვევიან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს.

nach oben