Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

თანამშრომლობის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებებთან

Logo_Civil Society Cooperation

Logo_Civil Society Cooperation, © Civil Society Cooperation

16.10.2024 - Artikel

პროგრამით „თანამშრომლობის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებებთან“ (ÖPR) გერმანიის ფედერალური მთავრობა 2014 წლიდან მხარს უჭერს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკაში, უკრაინასა და რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ასევე ამ სტრუქტურების ურთიერთობების დამყარებას გერმანიის სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ამ პროგრამით შესაძლებელია კულტურული და განათლების პოლიტიკის საპროექტო საქმიანობის მთელი სპექტრის (მედია, მეცნიერება, განათლება და პროფესიული განათლება, კულტურა, ენა და ახალგაზრდებთან მუშაობა) ხელშეწყობა. ამით ჩვენ გვსურს, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს მივცეთ შესაძლებლობა, გააძლიერონ სოციალური კონსოლიდაცია და ჩამოაყალიბონ  რეგიონში სამოქალაქო საზოგადოებრივი სტრუქტურები, რათა გამყარდეს ევროპული იდეები და მოხდეს თავისუფალი და დემოკრატიული, პლურალისტული ფუნდამენტური წესრიგის ხელშეწყობა.

2024 წლის 14 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე შეგიძლიათ ამ გვერდის მეშვეობით წარმოგვიდგინოთ თქვენი საპროექტო იდეები, რომელთა დაფინანსებაც 2025 წელს მოხდება. დამატებით ინფორმაციას იხილავთ ჩამოტვირთვის ველში რუბრიკაში „მიზნებისა და ამოცანების აღწერა“ და ასევე ხშირად დასმული კითხვების ველში.


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ:

https://www.auswaertiges-amt.de/en/aussenpolitik/europe/cooperation-with-civil-society/373732 

https://www.auswaertiges-amt.de/de/-/2659266 

https://oepr.diplo.de/oepr/variableContent/showAbout.html



nach oben