Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ნორდრაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარის იუსტიციის მინისტრის ბენიამინ ლიმბახის ვიზიტი საქართველოში

24.08.2023 - Pressemitteilung

2023 წლის 20-დან 24 აგვისტომდე თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ნორდრაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარის იუსტიციის მინისტრი ბენიამინ ლიმბახი.

ბატონმა ლიმბახმა შეხვედრები გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსთან.

ვიზიტის პროგრამა მოიცავდა ასევე სტუმრობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეხვედრებს მოსამართლეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„ჩემზე, როგორც ევროპელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობამ საქართველოში ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად. დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელია ღია დიალოგი მოქალაქეებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის“, - განაცხადა მინისტრმა.

ბატონმა ლიმბახმა ასევე მოინახულა სასჯელაღსრულების ორი დაწესებულება, სადაც მიიღო ინფორმაცია მათი სტრუქტურისა და პატიმარებისადმი მიდგომის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა: „პატიმართა წარმატებული რესოციალიზაცია დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. რესოციალიზაცია დაზარალებულთა საუკეთესო დაცვის საშუალებაა. ამ მიზნით საქართველოს ხელს ვუწყობთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის თანამედროვე სისტემის შექმნაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებები ამ მიმართულებით“.

nach oben