Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
გერმანიის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი
ერნსტ პეტერ ფიშერი 2022 წლის აგვისტოდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩია საქართველოში.
2018-2022 წლებში იგი გახლდათ გერმანიის ელჩი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში და მუდმივი წარმომადგენელი განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოში (IRENA) აბუ-დაბიში.
2014-2018 წლებში იგი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კურირებდა ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკას და ასევე ექსპორტის კონტროლისა და საერთაშორისო სანქციების საკითხებს.
ბატონი ფიშერი 1986 წლიდან მუშაობს გერმანიის საგარეო უწყებაში. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო ეკონომიკა და გლობალური საკითხები. მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის იყო ქ. ვაშინგტონში გერმანიის საელჩოს დესპანი და ეკონომიკის განყოფილების უფროსი, ქ. თელავივში გერმანიის ელჩის მოადგილე, ასევე მუშაობდა გერმანიის საელჩოებში ლონდონში, შანხაისა და სინგაპურში. გერმანიაში იგი გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს „მთავარი ეკონომისტი“ და გარემოს დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. იგი ასევე მუშაობდა გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის აპარატის საგარეო პოლიტიკის განყოფილებაში რიხარდ ფონ ვაიცზეკერის პრეზიდენტობის დროს.
ბატონი ფიშერი ორჯერ მონაწილეობდა თანამშრომელთა გაცვლის პროგრამაში: 1997-98 წლებში იგი ერთი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე მუშაობდა, ხოლო 1987 წელს სამთვიანო პროგრამით იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპის საკითხთა მინისტრის ბიუროში.
ბატონი ფიშერი სწავლობდა ისტორიის, პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრის წოდების პარალელურად მან მიიღო აშშ-ის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება, სადაც იგი ფულბრაითის სტიპენდიით იმყოფებოდა. იგი ასევე სწავლობდა პარიზის Sciences Po-უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით.
ბატონ ფიშერს ჰყავს მეუღლე მარია დელ კარმენ ფიშერი და ორი შვილი.