Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
ხშირად დასმული კითხვები: ვიზები
შეიძლება თქვენს კითხვაზე პასუხი აქ მოიძიოთ. გთხოვთ, ყურადღებით გადახედოთ მოცემულ ინფორმაციას, სანამ პირადად დაუკავშირდებით საელჩოს. დიდი მადლობა!
FAQ
შენგენის ვიზით შეგიძლიათ ყოველ ნახევარ წელიწადში მაქიმუმ 90 დღის განმავლობაში იმოგზაუროთ შენგენის ქვეყნებში, თუ ვიზაზე მითითებული არ არის ვიზის მოქმედების უფრო ნაკლები ვადა.
შენგენის ქვეყნებია:
ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია და ჩეხეთის რესპუბლიკა.
დიდი ბრიტანეთი და ირლანდია არ არიან შენგენის ქვეყნები. პირებს, რომლებსაც სურთ შენგენის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ან ირლანდიაში მოგზაურობა, ესაჭიროებათ ორი ვიზა. ამისათვის მათ უნდა მოიძიონ ინფორმაცია ვიზებთან დაკავშირებით ამ ქვეყნების საელჩოების ვებ-გვერდებზე.
რა უნდა გავაკეთო, თუ მსურს შენგენის რამდენიმე ქვეყნის მონახულება?
პირებმა, რომლებსაც სურთ შენგენის რამდნიმე ქვეყანაში მოგზაურობა, ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ იმ ქვეყნის წარმომადგენლობას, რომელიც მოგზაურობისას მათთვის მთავარი დანიშნულების ადგილია.
ეროვნული ვიზა არის გრძელვადიანი ვიზიტის შემთხვევაში ქვეყანაში შესვლისთვის საჭირო ვიზა. იგი ჩვეულებრივ გაიცემა 90 დღის ვადით, გარკვეულ შემთხვევებში კი ერთ წლამდე ვადით. გერმანიაში შესვლის შემდეგ კი როგორც წესი უნდა მოითხოვოთ ქვეყანაში ყოფნის შესაბამისი უფლების (Aufenthaltstitel) გაცემა.
შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალურად შედგენილ კითხვარში.
თუ გსურთ რამდენიმე წლიანი ვიზის მოთხოვნა, უნდა დაასაბუთოთ მრავალჯერადი მგზავრობის საჭიროება. საქმიანი ვიზიტების შემთხვევაში მოსაწვევ და/ან სამივლინებო წერილში უნდა იყოს ასახული მრავალჯერადი მგზავრობის აუცილებლობა. ეს ასევე უნდა იყოს მითითებული კერძო ვიზიტების შემთხვევაშიც (მაგალითად რეგულარული ვიზიტები ახლო ნათესავებთან). განაცხადს ასევე თან დაურთეთ თქვენი წინა მოგზაურობების დამადასტურებელი საბუთები.
გთხოვთ, თქვენი სურვლი დააფიქსიროთ საგანაცხადო ანკეტაში: მაგალითად ვიზის მოქმედების ვადის გრაფაში (29-30) მიუთითეთ ერთი წელი, დღეების რაოდენობის გრაფაში (25) – 90 დღე, ხოლო ქვეყანაში შესვლის უფლების გრაფაში (24) - „მრავალჯერადი“.
სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის საბუთი საელჩოში უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ პირველი გამგზავრებისთვის. თუმცა თქვენ ვალდებული ხართ, ყოველი შემდგომი გამგზავრების შემთხვევაში გქონდეთ შემსაბამისი დაზღვევა, რომელსაც წარადგენთ შენგენის ქვეყანაში შესვლისას საპასპორტო კონტროლის დროს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შენგენის ერთი ან რამდენიმე წლიანი ვიზით ნახევარი წლის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღე შეგიძლიათ იმყოფებოდეთ გერმანიაში. დასაქმების შემთხვევაშე ეს ვადა შეიძლება შემცირდეს 90 დღემდე ერთი წლის განმავლობაში.
ერთი ან რამდენიმე წლიანი ვიზის გაცემა არ არის გარანტირებული. გრძელვადიანი შენგენის ვიზა როგორც წესი გაიცემა ხშირად მოგზაურ სანდო პირებზე, რომლებსაც ადრე მიღებული აქვთ ვიზები. ასეთი ვიზის გაცემა ასევე დამოკიდებულია პასპორტის ვადაზე, მგზავრობის მიზნის დასაბუთებაზე, დაფინანსებაზე და ასევე პირის სამშობლოში დაბრუნების მზაობაზე.
რა უნდა გავითავლისწინოთ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის გაფორმებისას?
სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ წინაპირობებს:
- სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა უნდა მოქმედებდეს შენგენის ყველა ქვეყანაში (სადაზღვევო პოლისში მგზავრობის მიმართულების გრაფაში მითითებული უნდა იყოს „შენგენის ქვეყნები“. მხოლოდ „გერმანიის“ მითითება არ არის საკმარისი).
- დაზღვევა ძალაში უნდა იყოს მოგზაურობის მთელი პერიოდის მანძილზე (გთხოვთ, შეადაროთ სავიზო განაცხადში მითითებული თარიღები სადაზღვევო პოლისში მითითებულ თარიღებს); ვიზის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ პერიოდით, რომლისთვისაც არსებობს მოქმედი სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა.
- იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პოლისის შეძენისას ჯერ არ არის ცნობილი მოგზაურობის ზუსტი თარიღი ან შემდეგ მოისურვებთ ამ თარიღის შეცვლას, შესაძლებელია დაზღვევის გაფორმება გარკვეული პერიოდისთვის დღეების გარკვეული რაოდენობის მითითებით (მაგ.: „დაზღვევა ძალაშია 30 დღის მანძილზე შემდეგ პერიოდში: 01.04.2018 - 31.10.2018). ზოგიერთ სადაზღვევო კომპანიას აქვს ასეთი „მოქნილი“ სადაზღვევო პერიოდის შემოთავაზება. სავიზო განყოფილებები ურჩევენ განმცადებლებს ასეთი დაზღვევის შეძენას, რადგან შემდეგ შესაძლებელი იქნება ვიზის იმ პეროდისთვის გაცემა, რომელსაც ფარავს „მოქნილი“ სადაზღვევო პოლისი.
- სადაზღვევო პოლისი უნდა მოიცავდეს სამშობლოში ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებას ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში და ასევე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების და/ან საავადმყოფოში გადაუდებელი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას.
- ანაზღაურებადი თანხა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 30000 ევროს.
- დაზღვევა (ცალკეული ან ჯგუფური) შეიძლება გაფორმდეს განმცხადებლის მიერ თავის ქვეყანაში ან მომწვევი პირის მიერ დანიშნულების ქვეყანაში.
- მკურნალობის მიზნით გამგზავრების შემთხვევაში სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა არ ვრცელდება ასეთ ვიზიტებზე. მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი საბუთები ცალკე უნდა წარმოადგინოთ.
საგანაცხადო საბუთების შემოტანისას აუცილებლად დაურთეთ მათ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის პოლისი. სხვა შემთხვევაში ვიზის გაცემის პროცესი გაიწელება, რადგან სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის გარეშე განაცხადის განხილვა შეუძლებელი იქნება.
- ერთ ან რამდენიმე წლიანი ვიზის მოთხოვნის შემთხვევაში საელჩოში უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ პირველი გამგზავრებისთვის საჭირო სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის საბუთი. თუმცა თქვენ ვალდებული ხართ, ყოველი შემდგომი გამგზავრების შემთხვევაში გქონდეთ შემსაბამისი დაზღვევა, რომელსაც წარადგენთ შენგენის ქვეყანაში შესვლისას საპასპორტო კონტროლის დროს. სავიზო განაცხადის შემოტანისას თქვენ ადასტურებთ, რომ საელჩომ გაცნობათ აღნიშნული ვალდებულებს შესახებ.
ინფო:
ასევე ეროვნული ვიზის გაცემის მომენტში აუცილებელია სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის წარმოდგენა შენგენის რეგულაციების შესაბამისად. გერმანიაში შესვლის შემდეგ კი აუცილებელია, დაუყოვნებლივ გაფორმდეს ფედერალური სოციალური კოდექსის მე-5 ტომის შესაბამისი უვადო (კერძო) სამედიცინო დაზღვევა, თუ უკვე არ არის გაფორმებული სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა. დაზღვევის ხელშეკრულება უნდა იყოს უვადო და არ უნდა შეიცავდეს დებულებებს ვადის გასვლის და გაუქმების შესახებ გარკვეულ ასაკთან, საქმიანობის შეწყვეტასთან, ქვეყანაში ყოფნის მიზნის ცვლილებასთან ან ქვეყანაში ყოფნის კანონიერი უფლების დაკარგვასთან მიმართებაში. ეს სამედიცინო დაზღვევა უნდა მოიცავდეს იმ მომსახურებებს, რომლის მიღების უფლებაც აქვს სახელმწიფო დაზღვევით დაზღვეულ პირს ფედერალური სოციალური კოდექსის მე-5 ტომის მე-11 მუხლის 1-3 პუნქტების შესაბამისად. უვადო სამედიცინო დაზღვევა უნდა წარადგინოთ ქვეყანაში ყოფნის უფლების გაგრძელების ყოველი განაცხადისას. მოთხოვნილი სამედიცინო დაზღვევა უნდა გაფორმდეს ჯერ კიდევ საელჩოს მიერ გაცემული ვიზის მოქმედების პერიოდში.
თქვენ შემოიტანეთ განაცხადი შენგენის ვიზაზე და უარი მიიღეთ ვიზის გაცემაზე?
აქ იხილავთ განმარტებებს უარის წერილში აღნიშნულ მიზეზთან დაკავშირებით, რაც დაგეხმარებათ უკეთესად გაიგოთ ის მიზეზები, რამაც გამოიწვია უარი:
1. წარმოდგენილი იყო არასწორი, ყალბი ან გაყალბებული სამოგზაურო დოკუმენტი.
o სამოგზაურო პასპორტი, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ყალბია ან გაყალბებულია.
2. გამგზავრების მიზანი და პირობები არ იქნა დასაბუთებული.
o საჭირო საბუთები არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი. უარის წერილში დასახელებულია ის საბუთები, რომლებიც აკლდა. თუ თქვენს სავიზო განაცხადზე უარის მიზეზი არასრული საბუთების წარმოდგენაა, საელჩო გირჩევთ ახალი განაცხადის გაკეთებას, რადგან გასაჩივრების პროცედურა უფრო გრძელვადიანია.
o წარმოდგენილი საბუთებიდან მკაფიოდ არ ჩანდა თქვენი გამგზავრების მიზანი.
o ნათესაური კავშირი (კერძო ვიზიტის შემთხვევაში) ვერ იქნა დადასტურებული.
o მოგზაურობის მოთხოვნილი ხანგრძლივობა არ შეესაბამებოდა თქვენი სავარაუდო შვებულების ხანგრძლივობას.
o წინა ვიზები, რომლებიც იმავე მომწვევი პირის მოწვევის საფუძველზე გაიცა, არ გამოიყენეთ გერმანიისთვის, არამედ გამოიყენეთ სხვა ქვეყანაში გამგზავრებისთვის.
o თქვენ მიერ წარმოდგენილი სასტუმროს ან თვითმფრინავის ბილეთის ჯავშანი ამასობაში გაუქმდა. ეს თქვენ შეგიძლიათ თავად ნახოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე www.Booking.com, www.HRS.com, www.checkmytrip.com, www.virtuallythere.com ან ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.
3. თქვენ ვერ დაასაბუთეთ, რომ გაქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები დანიშნულების ქვეყანაში ცხოვრების ან სამშობლოში დაბრუნების ან მესამე ქვეყანაში ტრანზიტის ხარჯების დასაფარად; ან თქვენ არ გაქვთ ამ სახსრების კანონიერად მოპოვების შესაძლებლობა.
o თქვენ არ წარმოადგინეთ ფინასნური შესაძლებლობის საბუთები ან წარმოდგენილი საბუთები არ იყოს საკმარისი.
გთხოვთ, შემდეგი განაცხადის შემოტანისას წარმოადგინოთ საბუთები, საიდანაც ნათელი იქნება, რომ გაქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები თქვენი მოგზაურობისთვის.
o გთხოვთ გაითვალისწიონთ, რომ მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული ცნობა საბანკო ანგარიშიდან ბოლო სამი თვის ამონაწერის გარეშე არ განიხილება, როგორც დაფინანსების დამადასტურებელი საბუთი.
o დაგეგმილი მოგზაურობისთვის საჭირო საკმარისი ფინანსური სახსრების ქონის დამადასტურებელ საბუთად ასევე ჩაითვლება გერმანიაში გაცემული ოფიცილაური დასტური ვალდებულების შესახებ (Verpflichtungserklärung) ან სხვის მიერ გაცემული დასტური ხარჯების თავის თავზე აღების შესახებ (Kostenübernahmeerklärung).
4. თქვენ ბოლო ექვსი თვის პერიოდში შენგენის ქვეყანების საერთო ვიზით ან გარკვეულ ქვეყნებზე შეზღუდული ვიზით უკვე სამი თვის მანძილზე ბრძანდებოდით შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე.
o თქვენ ძირითადად უფლება გაქვთ 180 დღის პერიოდში მხოლოდ 90 დღე იმყოფებოდეთ შენგენის ქვეყნებში. ამიტომ შემდეგი ვიზის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამ 180 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ.
o თქვენ უკვე წელიწადში დაშვებულ 90 დღეზე მეტ ხანს იმყოფებოდით გერმანიაში. ეს ეხება გარკვეული პროფესიის წარმომადგენლებს, მათ შორის სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მძღოლებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, მოდელებს.
5. შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS) თქვენს სახელზე დაფიქსირებულია უარი ამ ხელშეკრულების წევრ ქვეყნებში შესვლაზე.
o შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS) თქვენ წინააღმდეგ გაკეთებულია ჩანაწერი. სანამ ეს ჩანაწერი არსებობს, როგორც წესი შეუძლებელია ვიზის გაცემა.
6. შენგენის წევრი ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო ფიქრობს, რომ თქვენ წარმოადგენთ საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისათვის, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის (№ 562/2006 შენგენის სასაზღვრო კოდექსის მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად) ან ერთი ან რამდენიმე წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებისათვის.
o თქვენ წარმოადგინეთ ყალბი საბუთები ან განაცხადში მიუთითეთ არასწორი და/ან ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები.
o თქვენ გქონდათ მოტყუების მცდელობა.
o უცხოელთა ცენტრალურ რეესტრში (AZR) თქვენ წინააღმდეგ არსებობს ჩანაწერი. სანამ ეს ჩანაწერი არსებობს, როგორც წესი შეუძლებელია ვიზის გაცემა. შესაბამისი მითითებები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
უცხოელთა ცენტრალური რეესტრი (AZR) – თვითინფორმირება
7. თქვენ ვერ დაასაბუთეთ, რომ ფლობთ შესაბამის მოქმედ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევას.
o თქვენ ვერ წარმოადგინეთ საკმარისი სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის პოლისი (ანაზღაურებადი თანხა მინიმუმ 30.000 ევრო / შენგენის ყველა ქვეყნისთვის).
o თქვენი სადაზღვევო პოლისი ყალბია.
8. თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გამგზავრების მიზნისა და პირობების შესახებ არ იყო დამაჯერებელი.
o თქვენ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოგვაწოდეთ თქვენი გამგზავრების მიზანთან დაკავშირებით. გთხოვთ, შეამოწმოთ გამგზავრების მითითებული მიზნის შესაბამისობა და ლოგიკურობა.
9. არ არსებობს საკმარისი დასაბუთება იმისა, რომ ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დატოვებთ შენგენის ქვეყნების ტერიტორიას.
საელჩოები ვალდებულნი არიან, გააკეთონ ეგრეთ წოდებული დაბრუნების პროგნოზი. თქვენ მიერ წარმოდგენილი საბუთები ან თქვენი სხვა მონაცემები არ იყო საკმარისი დადებითი პროგნოზისთვის. აქ საელჩოები ითვალისწინებენ შემდეგს:
o ოჯახური კავშირი საქართველოში (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები, მეურვეობა და ა.შ.)
o პროფესიული კვაშირი (მყარი სამუშაო ადგილის არსებობა)
o ეკონომიკური კავშირი (რეგულარული დამატებითი შემოსავალი ქირიდან ან უძრავი ქონების ფლობა)
o შენგენის ვიზის წესისამებრ (დარღვევის გარეშე) მოხმარება წარსწულში
o ცვლილებები პირად ცხოვრებაში შენგენის ბოლო ვიზის გაცემის შემდეგ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სია ვიზის გაცემაზე უარის თქმის მხოლოდ ყველაზე ხშირ მიზეზებს ასახვას. ამიტომ ეს არ არის სრულყოფილი სია.
ვიზის გაცემაზე უარის შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს წერილობით გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება. საჩივრის წერილი უნდა იყოს გერმანულ ენაზე შედგენილი ან ქართულ ტექსტ უნდა დაერთოს გერმანული თარგმანი. ამ შემთხვევაში საელჩო ხელმეორედ განიხილავს სავიზო განაცხადს და შესაბამის შემთხვევაში კვლავ ჩართავს გერმანიის შესაბამის შიდა უწყებებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაჩივრებისას განხილვის დრო შესაძლებელია რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
დეტალური მითითებები, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი მოკლევადიანი ან გრძელვადიანი (ეროვნული) ვიზის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, იხილეთ აქ.
უცხოელთა ცენტრალურ რეესტრში (AZR) ინახება უცხოელების ყველა ის აუცილებელი პირადი მონაცემი, რომლებიც საჭიროა იმ გერმანული უწყებებისთვის, რომლებიც უცხოელებისა და თავშესაფრის საკითხებზე მუშაობენ.
უცხოელთა ცენტრალური რეესტრის შესახებ კანონის 34-მუხლის შესაბამისად დაინტერესებული პირი წერილობითი განაცხადის საფუძველზე უფასოდ მიიღებს ინფორმაციას თავის შესახებ შენახულ მონაცემებთან დაკავშირებით. არაავტორიზირებულ პირზე პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაცემის თავიდან აცილების მიზნით, რეესტრი მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს ინფორმაციას, თუ დაინტერესებული პირის ვინაობის დადასტურება შესაძლებელი იქნება.
ვინაობის დადასტურება ხდება განაცხადზე ხელმოწერის დამოწემბის შედეგად. უცხოეთში ხელმოწერის დამოწმებას ახორციელებენ გერმანიის წარმომადგენლობები და ასევე შესაბამისი ქვეყნის ნოტარიუსები და კომპეტენტური უწყებები. თუ ინფორმაციის გაცემა მინდობილ პირზეა დაგეგმილი, მაშინ ხელმოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურ მინდობილობაზე. დამოწმება არ არის საჭირო, თუ მინდობილი პირი არის გერმანიის სასამართლოს მიერ აღიარებული ადვოკატი. ასევე შესაბამის შემთხვევაში უნდა წარადგინოთ განაცხადის/ხელმოწერის დამოწმების გერმანული თარგმანი და პასპორტის ასლი.
განმცხადებლებს, რომლებსაც სურთ მათი ხელმოწერის დამოწმება გერმანიის საელჩოში თბილისში, ვთხოვთ პირადად მობრძანდნენ საელჩოს სავიზო და საკონსულო განყოფილებაში საკონსულო საკითხებთან დაკავშირებულ მიღების საათებში (იხ. საკონსულოს მისამართი და მიღების საათები). აღნიშნული პროცედურის საფასურია 20 ევრო, რომლის გადახდაც ხორციელდება ლარში საელჩოში არსებული გაცვლითი კურსით.
აქ იხილავთ საგანაცხადო ანკეტას გერმანულ და ინგლისურ ენებზე?
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალის სახით ორ ასლთან ერთად. გამონაკლისები მოცემულია ცალკეულ საინფორმაციო ფურცლებში. უცხოენოვან საბუთებს უნდა დაურთოთ თარგმანი გერმანულ ენაზე.
სამოქალაქო მდგომარეობის ამსახველი უცხოური მოწმობები აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას იხილავთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
საქართველოში გაცემული სამოქალაქო მდგომარეობის ამსახველი მოწმობები დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით. მითითებებს აპოსტილთან დაკავშირებით იხილავთ ჩვენს საინფორმაციო ფურცელში.
სამოქალაქო მდგომარეობის ამსახველი მოწმობებია მაგალითად დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, განქორწინების მოწმობა და გარდაცვალების მოწმობა.
სხვა მოწმობები (დიპლომები, ატესტატები და სხვა) არ საჭიროებს აპოსტილით დამოწმება.
საელჩოს ინფორმაციით გერმანიის მოქალაქეობის წინასწარი დასტურის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობიდან თქვენი გასვლა შესაძლებელია ავტომატურად განხორციელდეს მანამდე, სანამ გერმანიის მოქალაქეობას მიიღებთ. ეს ხდება ოფიციალური დასტურის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს პასპორტს ფლობთ.
ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც ზემოაღნიშნული მიზეზის გამო მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის დროს საზღვარზე საქართველოს პასპორტი ჩამოერთვათ.
გერმანიის საელჩო თბილისში ვერ გასცემს გერმანულ პასპორტს, რადგან გერმანიის მოქალაქეობა თქვენთვის ჯერ არ იქნება ძალაში შესული.
ასეთ შემთხვევაში საელჩოში უნდა მოითხოვოთ გერმანიის ვიზა და დროებითი სამოგზაურო საბუთი, რომელთა მიღების პროცედურაც რამდენიმე კვირა გრძელდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე საელჩო მოგიწოდებთ, გერმანიის მოქალაქეობის მიღებაზე წინასწარი დასტურის (Einbürgerungszusage) მიღების შემდეგ არ გაემგზავროთ საქართველოში ქართული პასპორტით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმის მეშვეობით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მითითებები მოწმობების წარმოდგენასთან დაკავშირებით, რომლებიც მოცემულია წინა შეკითვის პასუხში.
დანიაში გაცემულ მოქალაქეთა მდგომარეობის ამსახველ მოწმობებთან დაკავშირებული მითითებები იხილეთ კოპენჰაგენში გერმანიის საელჩოს ვებ-გვერდზე: Dänische Personenstandsurkunden und Apostille
გერმანიის საელჩო თბილისში გთხოვთ, დანიაში გაცემული მოქალაქეთა მდგომარეობის ამსახველი მოწმობები, რომელთა გამოყენებაც გსურთ სავიზო პროცედურის დროს, აპოსტილით დამოწმებული წარმოადგინოთ. აპოსტილთან დაკავშირებულ მითითებებს იხილავთ კოპენჰაგენში გერმანიის საელჩოს ზემოხსენებულ ვებ-გვერდზე.
2018 წლის 1 აგვისტოდან იმ პირთა ოჯახის ახლო წევრებს (მეუღლეს, არასრულწლოვან დაუოჯახებელ შვილებს, არასრულწლოვანი შვილების მშობლებს), რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ და სუბსიდირებული დაცვის* უფლებით სარგებლობენ, უფლება აქვთ მოითხოვონ მათთან საცხოვრებლად წასვლის ვიზა. ვისაც სურს აღნიშნულ ვიზაზე განაცხადის გაკეთება, უკვე შეუძლია შემდეგ ვებ-გვედზე დარეგისტრირდეს საბუთების შემოსატანად:
*სუბსიდირებული დაცვის უფლებით მოსარგებლე პირები: პირები, რომელთა განაცხადი თავშესაფრის მიღების შესახებ უარყოფილი იყო, მაგრამ მეთ ესაჭიროებათ დაცვა დეპორტაციისგან, რადგან სამშობლოში მათ ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეექმნას.
ცხოვრებისათვის საჭირო თანხის არსებობა შეგიძლიათ დაადასტუროთ ე.წ. ბლოკირებული ანგარიშის გახსნით ბანკში. ბანკი შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ. გერმანიაში ცხოვრებისათვის თანხა უნდა შეიტანოთ ამ ანგარიშზე, რომელიც დაიბლოკება. ამჟამად ყოველთვიური თანხა შეადგენს 934 ევროს.
ინფორმაციას საფინანსო ინსტიტუტების შესახებ, რომლებიც ასეთ სერვისს სთავაზობენ, იხილავთ გერმანულ ენაზე გერმანიის საელჩოს ვებ-გვერდზე.
ინგლისურად შესაბამის ინფორმაციას იხილავთ აქ.
English:
During your visa application, you can proof that you are able to support the cost of living while studying in Germany through a blocked bank account (Sperrkonto). You may freely choose the bank. You then have to transfer the required amount onto the blocked bank account. Currently, you are required to demonstrate that you have 934 EUR per month.
Information on banks and service providers that offer the opening of a blocked bank account world-wide can be found in German on the website of the Federal Foreign Office.
In English you may find the information here.
საკონსულოს პერსონალის ქცევასთან ან სავიზო განაცხადის შეტანის პროცედურასთან დაკავშირებული საჩივარი განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ საელჩოს საკონტაქტო ფორმის მეშვეობით. ამისათვის გთხოვთ, საკონტაქო ფორმაში „მიმღების“ ველში აირჩიოთ „საჩივარი შენგენის ვიზის პროცედურასთან დაკავშირებით“. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საჩივარი დაწერილი უნდა იყოს მხოლოდ გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. სხვა ენაზე მიღებული საჩივარი ვერ განიხილება. საკონტაქო ფორმის ველში „თემა“ გთხოვთ მიუთითოთ ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ვარიანტი:
1. Deutsch: Beschwerde über Verhalten des Konsulatspersonals
English: Complaint about behavior of consulate staff.
2. Deutsch: Beschwerde über den Prozess der Visumantragstellung
English: Complaint about the visa application process.
საჩივრის შემოსვლის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ მას.
მნიშვნელოვანი მითითება: საჩივრის საკონტაქტო ფორმის მეშვეობით არ შეიძლება ვიზაზე უარის ან ვიზის გაუქმების გადაწყვეტილების გასაჩივრება!