Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანია აფართოებს და აიოლებს გერმანიის სამუშაო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობებს

ფოტოზე გამოსახულია სხვადასხვა პროფესიის ადამიანები

სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, © colourbox.de

01.06.2024 - Artikel

სპეციალისტთა იმიგრაციის შესახებ 2020 წლის 1 მარტს მიღებული კანონის საფუძველზე მიღებულ იქნა  ახლი კანონი სპეციალისტთა იმიგრაციის გაფართოების შესახებ, რომელიც კვალიფიციურ პერსონალს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან აძლევს გერმანიაში სამუშაოდ ჩამოსვლის დამატებით შესაძლებლობას და ხშირ შემთხვევაში უადვილებს მათ ვიზის მიღების პროცედურას.

კანონი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. რეგულაციები 2024 წლის 1 ივნისამდე ეტაპობრივად შევიდა ძალაში. ვებ-გვერდზე  Make-it-in-Germany.com იხილავთ ინფორმაციას ცალკეული სიახლეების შესახებ.

ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანის წინაპირობას კვლავაც წარმოადგენს გერმანიის შესაბამისი უწყებების მიერ პროფესიული კვალიფიკაციის ოფიციალური აღიარება. ინფორმაციას ამ პროცედურის შესახებ იხილავთ ვებ-გვერდზე http://www.anerkennung-in-deutschland.de/. დაინტერესებულმა სპეციალისტებმა დროულად უნდა დაიწყონ კვალიფიკაციის აღიარების პროცედურა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: ხშირად დასმული კითხვები გერმანიაში სპეციალისტთა იმიგრაციასთან დაკავშირებით


nach oben