Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის პარლამენტის 2023 წლის საერთაშორისო სტიპენდიის კანდიდატთა შესარჩევი დელეგაციის ვიზიტი

02.12.2022 - Pressemitteilung

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი გია ვოლსკი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ანრი ოხანაშვილი 2022 წლის 5 დეკემბერს თბილისში გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

დელეგაცია, რომელსაც ბუნდესთაგის წევრი, ბატონი კრისტიან ჰააზე ხელმძღვანელობს, თბილისს საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) კანდიდატების შესარჩევად ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება პოლიტიკის, ეკონომიკისა და განათლების სფეროების წარმომადგენლებს.

საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია ასზე მეტ სტიპენდიატს 50 ქვეყნიდან საშუალებას აძლევს, 2023 წლის მარტის დასაწყისიდან იმავე წლის ივლისის ბოლომდე გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო სისტემას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური პროცესებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესების უშუალოდ გაცნობა. სტიპენდიატები მუშაობენ ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად ესწრებიან ლექცია-სემინარებს ბერლინის უნივერსიტეტებში. პროგრამა ხორციელდება გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტის, ქალბატონ ბერბელ ბასის პატრონაჟით და ბერლინის სამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამოგზაურო, დაბინავებისა და დაზღვევის ხარჯებს ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად იხდის გერმანიის პარლამენტი.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე http://www.bundestag.de/ips.

nach oben