Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტის კატრინ გიორინგ-ეკარდტის ვიზიტი საქართველოში

19.07.2022 - Pressemitteilung

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გამო გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტი კატრინ გიორინგ-ეკარდტი 2022 წლის 18 ივლისს საქართველოს ეწვევა.


ქალბატონი გიორინგ-ეკარდტი გაეცნობა ომის შედეგებს და საქართველოს სამომავლო პერსპექტივებს. ვიცე-პრეზიდენტს სურს, ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი ვალდებულებების დროულად შესრულებას. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის რეალიზებაში.  


ვიცე-პრეზიდენტი თბილისში მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. გარდა ამისა ქალბატონი გიორინგ-ეკარდტი 2022 წლის 19 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში თემაზე „კულტურა – დემოკრატია – ევროპა: რესურსი და მანათობელი ვარსკვლავი საქართველოსთვის?“.


2022 წლის 20 ივლისს კატრინ გიორინგ-ეკარდტი სომხეთში გაემგზავრება.

nach oben