Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

DAAD-ის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა

08.06.2022 - Pressemitteilung

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აფართოვებს წარმომადგენლობათა ქსელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ამასთან დაკავშირებით, 9 ივნისს, 11:00 საათზე თბილისში DAAD-ის რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნება. ის არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოემსახურება. საგარეო წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ესტუმრება DAAD-ის გენერალური მდივანი. ღონისძიებას დაესწრება გერმანიის  ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ასევე განათლების სამინისტროს წარმომადგენლები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. პრესის წარმომადგენლებს გიწვევთ ღონისძიებაზე!

თბილისის ოფისი სამი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების
სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, დოქტორანტებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ამავდროულად კი უმაღლეს სასწავლებლებს გერმანელი პარტნიორების ჩართულობით, გრძელვადიანი თანამშრომლობის  ჩამოყალიბებასა და გაღრმავებაში შეუწყობს ხელს.

DAAD ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო ფონდია, რომელიც გამორჩეულ სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მეცნიერებს აფინანსებს როგორც გერმანიაში ისე მის ფარგლებს გარეთ (დაარსებიდან, 1925 წლიდან დღემდე 2.6 მლ.). გარდა ამისა ორგანიზაცია ხელს უწყობს გერმანული უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პროცესს, საზღვარგარეთ ეწევა გერმანული ენის პოპულარიზაციას და ეხმარება გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებს კონკურენტუნარიანი საუნივერსიტეტო სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. 

საქართველოში DAAD-ის ლექტორებმა 1988 წლიდან დაიწყეს მოღვაწეობა. 2004 წელს საწართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საინფორმაციო ცენტრები დაფუძნდა. 2021 წლის 1 ივლისიდან კი სამივე ქვეყნის DAAD-ის საინფორმაციო ცენტრების ფუნქცია DAAD-ის თბილისის რეგიონულმა ოფისმა შეითავსა, რომლის ოფიციალური გახსნაც 9 ივნისს აღინიშნება. DAAD-ი საგარეო წარმომადგენლობების, საინფორმაციო ცენტრებისა და „საინფორმაციო წერტილების“ ფართე ქსელს ფლობს მსოფლიოს 80 ქვეყანაში. 

ღონისძიების ადგილი:

სასტუმრო „სტამბა“
საკონფერენციო სივრცე „Stamba Hall“

 კოსტავას ქ. 14  (ცენტრალური შესასვლელი)

დამატებითი ინფორმაცია:
www.daad-georgia.org; info@daad-georgia.org

nach oben