Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
ვიზიტის დაჯავშნა
ვიზიტის დაჯავშნა, © colourbox.de
ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი გერმანიის საელჩოში თბილისში. მაგალითად გერმანიის მოქალაქეებისთვის პასპორტის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზის ასაღებად. პასპორტის ასაღებად შესაძლებელია ვიზიტის პირდაპირ დაჯავშნა, ხოლო ვიზის ასაღებად ეწერებით ვიზიტის დაჯავშნის რიგში.
რიგში ჩაწერის პროცედურა შემდეგია: თქვენ აქ ეწერებით ვიზიტის დაჯავშნის რიგში . რეგისტრაციის დროს მიიღებთ ჯავშნის ნომერს და ცოტა მოგვიანებით რეგისტრაციის დამადასტურებელ მეილს. საელჩოში ვიზიტამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას და გაცნობებთ იმ თარიღსა და დროს, როდესაც თქვენ უნდა მობრძანდეთ საელჩოში სავიზო განაცხადის შემოსატანად. ამ მეილის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში უნდა დაგვიდასტუროთ ეს თარიღი. სხვა შემთხვევაში ჯავშანი გაუქმდება.
ვიზიტები გაიცემა თანმიმდევრობით რიგში ჩაწერის შესაბამისად. თქვენ მიიღებთ ვიზიტის პირველივე თავისუფალ ადგილს და აღარ მოგიწევთ (როგორც აქამდე იყო) თავისუფალი ადგილის ძიება.
ვიზიტის დაჯავშნა სავიზო და საკონსულო განყოფილებაში პასპორტის ან ვიზის მისაღებად
სხვა საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ, მოგვმართოთ ჩვენი საკონტაქტო გვერდის მეშვეობით. საკონსულო საკითხებთან დაკავშირებული მიღების საათები არის ორშაბათს, სამშაბათს და ხუთშაბათს 14.00-დან 15.00 საათამდე (გარდა დასვენების დღეებისა). პანდემიის გამო გთხოვთ, ტელეფონით დაგვიკავშირდეთ საკონსულო განყოფილებაში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9.00-დან 13.00 საათამდე, ტელ. +995 32 2435399), რათა შეათანხომთ საელჩოში მოსვლის დრო