Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ეკონომიკური ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის

Kräne vor Abendhimmel

Wirtschaft, © picture-alliance/ Arcaid

სტატია

გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალმხრივი და ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. საქართველოში დაახლოებით 300 გერმანული კომპანია მოღვაწეობს.

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი საქონლისა და მომსახურების ურთიერთგაცვლა გერმანიასთან ხორციელდება. 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები მნიშვნელოვან იმპულსს წარმოადგენს ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებისთვის.

უცხოური პირდაპირი ინვესტიციების გაზრდისთვის საქართველოს მთავრობამ ასევე დაიწყო ხელშეწყობის პროგრამები გარკვეულ დარგებში.

ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები დაცულია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებითა და ინვესტიციების ხელშეწყობისა და ორმხრივი დაცვის შესახებ შეთანხმებით.

ინფორმაცია გერმანიაში ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.germanyworks.com

გვერდის დასაწყისში გადასვლა