Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ეკონომიკური ურთიერთობები

სტატია

გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალმხრივი და ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს. ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს, როგორც გერმანული კომპანიების ინვესტიციები საქართველოში, ასევე ქართული კომპანიების საქმიანობა გერმანიაში. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 300 გერმანული კომპანია მოღვაწეობს. საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემების თანახმად 2004-2019 წლის განმავლობაში გერმანული კომპანიების ინვესტიციებმა საქართველოში 358 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 2019 წელს 507 მილიონი დოლარი იყო. ვაჭრობის სფეროში ქართული კომპანიების დაინტერესება ითანამშრომლონ გერმანულ კომპანიებთან საკმაოდ მაღალია, რაც გერმანული კომპანიებისა და გერმანული პროდუქტის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.


გვერდის დასაწყისში გადასვლა