Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა

სტატია

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სიაში გერმანია ამჟამად ამჟამად თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ შემდეგ მე-8 ადგილზეა. იმპორტი გერმანიიდან (90%) ამ ორმხრივი ურთიერთობების კვლავ დიდ ნაწილს შეადგენს. გერმანიიდან იმპორტირებული საქონელი უმთავრესად არის ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, სატვირთო ავტომობილები, მოწყობილობები გრუნტის ან სხვა მინერალური წიაღისეულის დახარისხებისთვის, მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები  და მოწყობილოებები. საქართველოდან ექსპორტს უმთავრესად შეადგენს თხილი, კაკალი, ხილისა და ბოსტნეულის წვენები.

რუბრიკაში ”საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა” თქვენ ნახავთ  ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების, საერთაშორისო გამოფენების ან GTAI-ის ვებ-გვერდის შესახებ გერმანიაში საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს თავჯდომარის დოქტ. საშა ტერნესის მისასალმებელი სიტყვით გამოსვლა
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) 10 წლისაა© DWV

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) არის გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატებისა (DIHK) და გერმანიის საგარეო სავაჭრო პალატის (AHK) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

DWV 2007 წელს დაარსდა და იგი დღეისათვის 180 წევრს ითვლის, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობენ.

DWV-ს მიზანია ხელი შეუწყოს გერმანიასა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების დამყარებას და დაიცვას გერმანული ეკონომიკის ინტერესები საქართველოში. DWV ემსახურება გერმანულ ფირმებს და აქტიურ დახმარებას სთავაზობს ქართულ ბაზარზე შესვლასა და დამკვიდრებაში. გარდა ამისა, DWV Messe Frankfurt - ის  და  Senior Experten Service -ის - ოფიციალური წარმომადგენელია.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)

Germany Trade & Invest (GTAI)

Germany Trade and Invest - Logo
Germany Trade and Invest – Gesellschaft für Außenwirtschaft und Standortmarketing mbH© GTAI

GTAI (Germany Trade & Invest) ჩამოყალიბდა 2009 წელს სარეკლამო საზოგადოების ”Invest in Germany GmbH” -სა და საგარეო ვაჭრობის ფედერალური სააგენტოს BfAI-ს გაერთიანების შედეგად. GTAI-ს მიზანი არის გერმანიის, როგორც ეკონომიკის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების ქვეყნის მარკეტინგი, ინვესტორების მიზიდვა (ადგილმდებარეობის მარკეტინგი) და ასევე იმ უცხოური ფირმების მხარდაჭერა, რომელთაც დამკვიდრება სურთ გერმანიის ბაზარზე.
GTAI გერმანიის ბაზარზე დამკვიდრებისას მხარში უდგას უცხოურ ფირმებს საინვესტიციო კონსულტაციების ფარგლებში გათვალისწინებულ ყველა საფეხურზე, დაწყებული ბაზრის ანალიზით და დამთავრებული ფირმის დაფუძნების ხელშეწყობით.
GTAI-ს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ვრცელი ინფორმაცია გერმანიის, როგორც ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის შესახებ, ასევე ბაზრის სრული ანალიზები, ეკონომიკური მონაცემები და ინფორმაცია ცალკეული სამრეწველო დარგების შესახებ.

Germany Trade & Invest (GTAI)

 

გერმანია - გამოფენა-ბაზრობების ქვეყანა

სურათზე გამოსახულია გამოფენაზე შეკრებილი საზოგადოება
გერმანია გამოფენა-ბაზრობების ქვეყანა© Colourbox

გერმანია მსოფლიოში პირველ ადგილზეა საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობების ჩატარების თვალსაზრისით. გერმანული ბაზრობების მნიშვნელოვან უპირატესობას მათი საერთაშორისო ხასიათი წარმოადგენს.

გერმანული ეკონომიკის გამოფენებისა და ბაზრობების კომიტეტი (AUMA) ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გამოფენებისა და ბაზრობების ორგანიზატორების ინტერესებს წარმოადგენს და დაკავებულია საზღვარგარეთ გერმანული სავაჭრო-სამრეწველო გამოფენების ოფიციალური პროგრამის ორგანიზებით.

გერმანული ეკონომიკის გამოფენებისა და ბაზრობების კომიტეტი (AUMA)


მწვანე კვირეული” არის საკვები პროდუქტების, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც 1926 წლიდან იმართება ბერლინში და საგამოფენო კომპლექს ”Messe Berlin”-ში ყოველ წელს დაახლოებით 440.000 დამთვალიერებელს იზიდავს.

საერთაშორისო ”მწვანე კვირეული” ბერლინში (IGW)

ტურიზმის საერთაშორისო ბირჟა (ITB) ბერლინში არის ტურიზმის წამყვანი სპეციალიზებული ბირჟა. მასში ყოველ წელს 10 ათასი ექსპონენტი მონაწილეობს და მას 140 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

ტურიზმის საერთაშორისო ბირჟა (ITB)

ჰანოვერის ბაზრობაში რეგულარულად მონაწილეობს 6 ათასზე მეტი ექსპონენტი 60 ქვეყნიდან. ყოველი წლის აპრილში ეს გამოფენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ტექნოლოგიების სამყაროში. გამოფენის სპექტრი ფართოა და მოიცავს მაგალითად ავტომატიზაციის პროცესებს, მილგაყვანილობის ტექნოლოგიებსა და მიკროსისტემებს.

ჰანოვერის ბაზრობა

მწერლები, გამომცემლები, წიგნებით მოვაჭრეები, ბიბლიოთეკარები და სავაჭრო ფირმების წარმომადგენლები, მხატვარ-ილუსტრატორები, ჟურნალისტები და რა თქმა უნდა მკითხველები - ყველა, ვინც სახელი მოიხვეჭა და კარიერა გააკეთა ლიტერატურის დარგში, წელიწადში ერთხელ იკრიბება მაინის ფრანკფურტში, წიგნებისა და მულტიმედიის პროდუქტების მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ბაზრობაზე.

ფრანკფურტის წიგნების ბაზრობა

CeBIT არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზრობა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროებში. ის ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება ჰანოვერში და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საერთაშორისო პლატფორმას ამ დარგში არსებულ აქტუალურ ტენდენციებთან დაკავშირებით გამოცდილების გასაცვლელად.

CeBIT

გვერდის დასაწყისში გადასვლა