Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ეკონომიკური რეგიონი - გერმანია

15.03.2018 - სტატია

გერმანია წარმოადგენს ევროპის ეკონომიკურ ძრავას. ამის მთავარი მიზეზი არის არა მარტო გერმანიის ეკონომიკური სტაბილურობა, არამედ ასევე გასაღების დიდი ბაზარი. ტრანსპარენტულობა, სტაბილურობა და ეკონომიკის ხელშეწყობა დამახასიათებელია გერმანიისათვის, როგორც ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ქვეყნისათვის. გარდა ამისა საერთაშორისო ფირმებისათვის ხელსაყრელ გარემოებას წარმოადგენს გერმანიის კარგი ჩართულობა მსოფლიო ეკონომიკაში და ცოდნის, პროდუქტებისა და კვალიფიციური კადრების გლობალური გაცვლა. აქ ნახავთ სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას გერმანიის, როგორც ეკონომიკური რეგიონის, შესახებ.

მონაცემები და ფაქტები გერმანიასთან დაკავშირებით

_
_© Colourbox

მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გერმანიის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია სოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფციაზე. შესაბამისად თავისუფალ ბაზართან ერთად მნიშვნელოვან პრინციპებს წარმოადგენს სოციალური თანასწორობა, კარგი საკონკურენციო პირობები, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და ასევე სოციალური თანამონაწილეობა და შანსების სამართლიანობა.

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტრო რეგულარულად აქვეყნებს ანგარიშებს გერმანიის ეკონომიკური და კონიუნქტურული მდგომარეობის შესახებ და ასევე აქვეყნებს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი სფეროების საფუძვლიან ანალიზს. ინფორმაციას გერმანიაში ეკონომიკური სიახლეების შესახებ გთავაზობთ გერმანიის ფედერალური ბანკის ცხრილი ”გერმანიის ეკონომიკა ფოკუსში” (მხოლოდ გერმანულ ენაზე). ორმხირვი სავაჭრო ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებული დეტალური სტატისტიკის ნახვა შესაძლებელია გერმანიის სტატისტიკის ფედერალური უწყების მონაცემთა ბანკის ინტერნეტ გვერდზე. გერმანიის, მისი სავაჭრო გარემოს, ჩარჩო პირობებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მოცემულია GTAI-ის  ვებ-გვერდზე.

დამატებითი ინფორმაცია გერმანიის შესახებ (ეკონომიკა, მეცნიერება, განათლება, ჯანდაცვა, მედია, გარემოს დაცვა, ტურიზმი) შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტ პორტალზე: www.deutschland.de/en

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს დადებული აქვთ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების (ორმაგი დაბეგვრის შეთანხმება, DBA) შეთანხმება. აქ შეგიძლიათ იხილოთ შეთანხმების ტექსტი გერმანულ ენაზე.


გვერდის დასაწყისში გადასვლა