Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

განვითარების სფეროში გერმანიის სახელმწიფო თანამშრომლობის სხვა მონაწილეები

13.03.2018 - სტატია
Engagement_Global-ის ლოგო
Engagement_Global-ის ლოგო© Engagement Global

არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2012 წელს დაარსებული სერვის-ცენტრი ”Engagement Global” კერძო ინიციატივებისათვის განვითარების სფეროში.

შეზღუდული პასუხისმგებლობის ფედერალური საზოგადოება ფედერალური მთავრობის მეშვეობით კოორდინირებას უწევს კერძო ინიციატივებს განვითარების სფეროში განხორციელებული თანამშრომლობისას და მზადაა სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელს უპასუხოს კითხვებზე და გაუწიოს კონსულტაცია. დამატებითი ინფორმაცია ”Engagement Global”-ის სერვის-ცენტრის შესახებ გერმანულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ BMZ-ის ვებ-გვერდზე (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) და ინგლისურ ენაზე თავად ”Engagement Global”-ის ვებ-გვერდზე.


განვითარების სფეროში გერმანული თანამშრომლობის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში 2012 წელს დაარსდა ასევე განვითარების სფეროში თანამშრომლობის შეფასების გერმანული ინსტიტუტი (DEval). მის ამოცანას წარმოადგენს განვითარების სფეროში გერმანული თანამშრომლობის ღონისძიებების ეფექტურობის, მდგრადობის და ეკონომიურობის ანალიზი და შეფასება. ინსტიტუტის დამოუკიდებელი შეფასებები მიმართულია განვითარების სფეროში განხორციელებული თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და უფრო მიზანმიმართულად გამოყენებისათვის. ახალი ინსტიტუტის ამოცანებს განეკუთვნება ასევე იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებთანაც ხირციელდება თანამშრომლობა, რათა მათ მოახდინონ საკუთარი მიღწევების შეფასება. დამატებითი ინფორმაცია DEval-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ BMZ-ის (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) ვებ-გვერდზე.

გვერდის დასაწყისში გადასვლა