Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახური (PTB)

PTB-ს ლოგო, © PTB
გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახური (PTB), რომელსაც ოფისები აქვს ბრაუნშვაიგსა და ბერლინში, არის გერმანიის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტი. PTB გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) დავალებით ახორციელებს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტებს. იგი ხელს უწყობს ზომების, ნორმების, კონტროლისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და ტექნიკური რეგულაციების შესაბამისად. ამ ხელშეწყობის მიზანს წარმოადგენს პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო ბაზარზე და ასევე მომხმარებელთა დაცვის სტანდარტების ამაღლება.
მიმდინარე რეგიონული პროექტის მეშვეობით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებულმა სურსათის კონტროლის რამდენიმე ლაბორატორიამ მიიღო აკრედიტაცია და მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.
საქართველო არის პარტნიორი ქვეყანა PTB-ის სამ პროექტში:
- მეტროლოგიის რეგიონული ორგანიზაციის (COOMET) ხელშეწყობა,
- ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში (ფოკუსირებული სურსათის სფეროს მეტროლოგიაზე),
- რეგიონული სინერგიების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან (ფოკუსირებული აკრედიტაციასა და ბაზრის კონტროლზე).
დამატებითი ინფორმაცია PTB-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ PTB -ს ვებ-გვერდზე.