Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

KfW-ს ლოგო
KfW-ს ლოგო© KfW

KfW-ს საბანკო ჯგუფის ფარგლებში KfW განვითარების ბანკი პასუხისმგებელია განვითარებად ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობის საკითხებზე. ფინანსური თანამშრომლობა თავისი მოცულობით ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმ თანამშრომლობისა, რომელსაც გერმანია ახორციელებს განვითარების სფეროში, და გამოიყენება იქ, სადაც ბაზარი ვერ მოქმედებს ან ჯერ კიდევ საკმარისად არ ფუნქციონირებს.

KfW განვითარების ბანკი თავის პარტნიორებს ეხმარება ეკონომიკურად მომგებიანი და სოციალურად სამართლიანი განვითრების პროცესების დაწყებაში. მთავარი მიზანი არის სიღარიბის შემცირება და ადამიანების, პირველ რიგში კი ყველაზე ღარიბი ფენების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. განვითარების ბანკი ხელს უწყობს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის, საფინანსო სისტემებისა და გარემოს დაცვის სფეროებში, მაგალითად რესურსების შენარჩუნებაში.

KfW განვითარების ბანკი პროექტებს თავად არ ახორციელებს. პროექტზე პასუხისმგებელი არის ყოველთვის შესაბამისი ქვეყნის რომელიმე დაწესებულება. KfW თავის პროექტებსა და პროგრამებს ათანხმებს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტებთან და სხვა ბილატერალური თუ მულტილატერალური დონორების ღონისძიებებთან. დამატებითი ინფორმაცია KfW განვითარების ბანკის შესახებ გერმანულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ BMZ-ის ვებ-გვერდზე (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) და ინგლისურ ენაზე თავად KfW-ს ვებ-გვერდზე:


პროექტები:


KfW საქართველოში მრავალ პროექტს აფინანსებს შემდეგ სფეროებში:

  •     გარემო და ენერგეტიკა,
  •     ეკონომიკის მდგრადი განვითარება და
  •    დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება.


ამჟამად KfW-ის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებად ითვლება:

  •  ბათუმის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია
  •  ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა ქუთაისში,
  • საკრედიტო პროგრამა საქართველოში განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობისათვის,
  • საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოვება და გამყარება (პირველ რიგში შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან მიმართებაში),
  • სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანიებისათვის ფინანსურ სახსრებზე წვდომის გაუმჯობესების პროგრამა,
  • ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მენეჯმენტის ღონისძიებათა დაფინანსება,
  • აჭარის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში სანაპიროს დაცვის გაუმჯობესება.

  

გვერდის დასაწყისში გადასვლა