Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოება (DEG)

DEG-ს ლოგო

DEG-ს ლოგო, © გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოება (DEG)

სტატია

გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოება (DEG), რომელიც წარმოადგენს  KfW-ს საბანკო ჯგუფის ფირმას, აფინანსებს კერძო კომპანიების ინვესტიციებს განვითარებად და ტრანსფორმაციის ქვეყნებში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებელია განვითარების სფეროში. DEG-ი ინვესტიციებს ახორციელებს მომგებიან პროექტებში, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ეკონომიკის ყველა სექტორის მდგრად განვითარებაში. DEG-ი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს საფინანსო სექტორში, რათა შეიქმნას ადგილობრივ კაპიტალზე სანდო ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. ამისათვის იგი კერძო ფირმებს სთავაზობს თანამონაწილეობის კაპიტალს, დაფინანსებებს, სესხებსა და გარანტიებს და უწევს მათ კონსულტაციებს ინვესტიციების განხორციელების საკითხებში. პირობები მორგებულია ბაზრებზე და მასში გათვალისწინებულია ქვეყნებისა და პროექტების შესაბამისი რისკები.

დამატებითი ინფორმაცია DEG-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ DEG-ს ვებ-გვერდზე:

გვერდის დასაწყისში გადასვლა