Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და წიაღისეულის ფედერალური უწყება (BGR)

13.03.2018 - სტატია
BGR-ს ლოგო
BGR-ს ლოგო© დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და წიაღისეულის ფედერალური უწყება (BGR)

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და წიაღისეულის ფედერალური უწყება (BGR), რომელსაც ოფისი ჰანოვერში აქვს, არის ტექნიკურ-სამეცნიერო ფედერალური უწყება, რომელიც ექვემდებარება გერმანიის ეკონომიკისა და ენერგიის ფედერალურ სამინისტროს. BGR-ი, როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა კომპეტენციების ცენტრი, ეწევა საკონსულტაციო და საინფორმაციო მუშაობას და ეხმარება ფედერალურ მთავრობას და გერმანიის ეკონომიკას ყველა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებსა და წიაღისეულთან დაკავშირებულ საკითხებში.

1958 წლიდან BGR-ი საქმიანობს განვითარების სფეროში თანამშრომლობისას გეოსექტორში. ამჟამად BGR-ი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დავალებით ტექნიკური თანამშრომლობის დაახლოებით 50 ბილატერალურ, რეგიონულ და სექტორულ პროექტს ახორციელებს განვითარებად და ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებთან, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სამთო მრეწველობა, ეკოლოგიური გეოლოგია, გეორესურსების მენეჯმენტი (წყალი, მიწა, მინერალური და ენერგორესურსები) და გეოსაფრთხეებისა და რისკების მართვა. დამატებითი ინფორმაცია BGR-ის შესახებ გერმანულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ BMZ-ის ვებ-გვერდზე (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო), ხოლო ინგლისურ ენაზე თავად BGR-ის ვებ-გვერდზე. საქართველოში BGR-ი ჯერ-ჯერობით არ საქმიანობს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა