Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

განვითარების სფეროში თანამშრომლობის სხვა ინსტრუმენტები

ახალგაზრდები მონაწილეობას იღებენ თამაშში მიკრო ბიზნესის თემაზე ზრდასრულთა განათლების ცენტრში ლელიანში (კახეთი)

ახალგაზრდები მონაწილეობას იღებენ თამაშში მიკრო ბიზნესის თემაზე ზრდასრულთა განათლების ცენტრში ლელიანში (კახეთი), © შპარკასეს გერმანული ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის

სტატია

განვითარების სფეროში ოფიციალური სახელმწიფო თანმშრომლობის გარდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო ასევე ხელს უწყობს კერძო ორგანიზაციების, მაგ. პოლიტიკური ფონდების, ეკლესიებისა და კავშირების ინიციატივებს. საქართველოში ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ვებ-გვერდებზე.

გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოს ეხმარება CIM-სპეციალისტებით და ექსპერტებით, რომლებსაც განვითარების პოლიტიკური გამოწვევების შესაბამისი ცოდნა ჩამოაქვთ ქვეყანაში. პროგრამას ხელმძღვანელობს საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი, რომელიც ერთობლივად იმართება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს (BA) მიერ. ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს ხუთი სპეციალისტი, კერძოდ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“, ორგანიზაციაში „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“, ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ტყის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ CIM-ის ვებგვერდზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო ინიციატივების განვითარების ცენტრალური სერვის-ცენტრი ”Engagement Global”.

შეზღუდული პასუხისმგებლობის ფედერალური საზოგადოება ფედერალური მთავრობის მეშვეობით კოორდინირებას უწევს კერძო ინიციატივებს განვითარების სფეროში განხორციელებული თანამშრომლობისას და მზადაა სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელს უპასუხოს კითხვებზე და გაუწიოს კონსულტაცია.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ Engagement Global-ის ვებგვერდზე.

GOVET-ი არის გერმანიის მთავრობის ცენტრალური სამსახური პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, რომელიც პროფესიული განათლების ფედერალურ ინსტიტუტში ფუნქციონირებს. GOVET-ი აქვეყნებს ინფორმაციას დუალური განათლების გერმანული სისტემისა და პროფესიული განათლების საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მსურველებს აწოდებს აქტუალურ ინფორმაციასა და საჭირო სერვისების შეთავაზებებს.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ GOVET-ის ვებგვერდზე.

Sequa განვითარების სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მთელს მსოფლიოში მოღვაწეობს. მის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს პარტნიორობა  ბიზნეს ასოციაციებთან და ასევე პარტნიორობა პროფესიული განათლების სფეროში. ორივე პროგრამაში განმახორციელებელი ორგანიზაციების სახით ჩართულია გერმანული პალატები და ასოციაციები, რომლებიც საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებენ პროექტებს.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ Sequa-ს ვებგვერდზე.


საქართველოში გერმანული პოლიტიკური ფონდებიც ახორციელებენ თანამშრომლობას განვითარების სფეროში. ოთხ გერმანულ პოლიტიკურ ფონდს აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი საქართველოში. ესენია კონრად ადენაურის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის. მათი საქმიანობის მიზანს წარმოადგენს საკვანძო ინსტიტუტების გაძლიერება დემოკრატიული საზოგადოებისთვის, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და კონფლიქტების შემცირება, ასევე საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების შესახებ ევროპულ კონტექსტში.

საქართველოში გერმანული პოლიტიკური ფონდების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და მათი საკონტაქტო მონაცემები იხილეთ აქ.

შპარკასეს გერმანული ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ახორციელებს პროექტს „სოფლის სექტორში საფინანსო დარგის ხელშეწყობა სამხრეთ კავაკასიასა და უკრაინაში მცირე და მიკრო საწარმოების მდგრადი განვითარებისთვის“. პროექტის მიზანია სოფლად მხოვრები მეწარმე მოსახლეობის ხელშეწყობა, რათა მათ მიეცეთ ფინანსურ მომსახურებასთან ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. პროექტი ხელს უწყობს გარემოსათვის უსაფრთხო საფინანსო სისტემაზე გადასვლას აგრარული სექტორის მიმართულებით (მედეგობის ზრდა და სასათბურე აირების ნაკლები ემისიები) და კოორდინაციას უწევს ინტერვენციის სტრატეგიებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან (მაგ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან), ასევე პარტნიორი ქვეყნების ეროვნულ ბანკებთან და ფინანსური კონტროლის უწყებებთან.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ შპარკასეს გერმანული ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ვებგვერდზე.


IRZ-ი 2005 წლიდან ეხმარება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში მოღვაწე სხვადასხვა პარტნიორს არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსის განხორციელებაში, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელშეწყობაში, ასევე კონსულტაციებში სანოტარო სამართლის, საარბიტრაჟო სასამართლოსა და მედიაციის დარგებში. მის მთავარ პარტნიორებს მიეკუთვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, უზენაესი სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო და პროფესიული სასამართლო თბილისში, სადაც IRZ-ი ხელს უწყობს უმთავრესად სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სფეროებში გერმანელ კოლეგებთან გამოცდილებათა გაზიარების ღონისძიებებს. გარდა ამისა, IRZ-ი ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს იურიდიულ ფაკულტეტებზე იურიდიული განათლების სფეროში და ხელს უწყობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ IRZ-ის ვებგვერდზე.

გერმანიის ფედერალური მიწები 50 წელზე მეტია აქტიურად არიან ჩართულნი განვითარების პოლიტიკაში. „გლობალური პასუხისმგებლობა ადგილობრივად გავიზიაროთ“ - ამ დევიზით ფედერალური მიწები ახორციელებენ პარტნიორობას, საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობას განვითარების პოლიტიკის მიმართულებით და ხელს უწყობენ სამოქალაქო ჩართულობას „საერთო მსოფლიოსათვის“.

პორტალზე „გერმანიის ფედერალური მიწები განვითარების პოლიტიკაში“ წარმოდგენილია განვითარების პოლიტიკის მიზნები და ფედერალური მიწების მრავალმხრივი საქმიანობა. იგი ასევე იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია თითოეულ მოქალაქეს ამ საქმეში.

სამხრეთ კავკასიის ქალაქებთან პარტნიორული ქსელი ზაარბრიუკენსა და თბილისს, როსტოკსა და ბათუმს და ბიბერახსა და თელავს შორის პარტნიორობით მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, რომ კომუნალურ დარგში გერმანიის ცოდნა და გამოცდილება ჩართული იყოს განვითარების პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებში. ფინანსური გრანტები გერმანულ კომუნებს აძლევს შესაძლებლობას, დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებთან ერთად წამოიწყონ კომუნალური განვითარების პროცესები პროფესიული განათლების, ადგილობრივი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში.

მომსახურების უწყება „კომუნები საერთო მსოფლიოში“ კონსულტაციებს უწევს გერმანიის კომუნებს და ეხმარება მათ განვითარების პოლიტიკის სფეროში საქმიანობის განხორციელებაში.

ASB კონცენტრირებულია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე საჯარო და კერძო სექტორებს შორის სოციალური პარტნიორობის და ასევე სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველი პირებისთვის (დევნილებისა და შშმ-პირების ჩათვლით) სოციალური საწარმოებისა და სოციალური სერვისების ხელშეწყობის გზით. გარდა ამისა ASB-ის მიზანს წარმოადგენს მედეგობის გაძლიერება და კატასტროფების რისკების შემცირება.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ ASB ინტერნაციონალის ვებგვერდზე.

კარიტას ინტერნაციონალი საქართველოში ახორციელებს სამედიცინო და სოციალურ ჰუმანიტარულ პროექტებს. მათ შორისაა საქართველოს მოსახლეობის ყველაზე სუსტი ფენის პირვალადი ჯანდაცვის და განსაკუთრებით შინმოვლის მომსახურება. კარიტას ინტერნაციონალი ხელს უწყობს ასევე დუალური პროფესიული განათლების პროგრამას შინმოვლის სფეროში ექთნების გადამზადების გზით.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ კარიტასის ვებგვერდზე.

ამჟამად საქართველოში SOS-ის ორი ბავშვთა სოფელი და ოთხი მოზარდთა დაწესებულება ფუნქციონირებს. SOS-ბავშვთა სოფლები ასევე ხელს უწყობს ოთხ სოციალურ ცენტრს ოჯახის გაძლიერების პროგრამით, რომელთა ფარგლებშიც ბავშვებს ეძლევათ სამედიცინო მომსახურებასთან და განათლებასთან ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, ხოლო მშობლებს ეხმარებიან სამსახურის მოძიებაში.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ SOS-ბავშვთა სოფლების ვებგვერდზე.

DVV ინტერნაციონალი ხელს უწყობს ზრდასრულთა განათლებას საქართველოში. ამისათვის DVV ინტერნაციონალი აძლიერებს ადგილობრივ სტრუქტურებს, განსაკუთრებით ზრდასრულთა განათლების ქსელს და ზრდასრულთა განათლების 13 რეგიონულ ცენტრს,  და ახორციელებს ზრდასრულთა მომზადებისა და გადამზადების ღონისძიებებს, რამაც პირველ რიგში სარგებელი უნდა მოუტანოს დევნილებს, ეთნიკურ უმცირესობებს, ახალგაზრდებს, ქალებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ DVV ინტერნაციონალის ვებგვერზე.

„პური მსოფლიოს - ევანგელური განვითარების სამსახური“, რომელიც წარმოადგენს ევანგელური ეკლესიების გაერთიანებას გერმანიაში, მრავალი წელია მოღვაწეობს საქართველოში, განსაკუთრებით სოფლად არსებული სიღარიბის დაძლევის კუთხით. მისი პროექტები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სოციალურად დაუცველი ბავშვების ინტეგრაცია განათლების სისტემაში, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და გაძლიერება, ქალთა ბიზნეს-ინიციატივებისა და სოციალური საწარმოების ხელშეწყობა, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, დემოკრატიის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე, სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლებების დაცვა.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ აქ.

KZE/Renovabis-ის პროექტები ხორციელდება ქართული პარტნიორი ორგანიზაციების მიერ სოციალური სამსახურის, სასმელი წყლით მომარაგების, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების, ფსიქიატრიული მომსახურების, ზრდასრულთა განათლებისა და ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ KZE/Renovabis-ის ვებგვერდზე.

სენიორ ექსპერტთა სერვისი (SES) აგზავნის პენსიაში მყოფ მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს მოკლევადიანი საქმიანობისთვის მენეჯმენტის, პროფესიული და ტექნიკური განათლების სფეროებში, ასევე სხვა მრავალი მიმართულებით. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს მცირე და საშუალო საწარმოები და დაწესებულებები. 1994 წლიდან SES-ს საქართველოში წარმოგზავნილი ჰყავს 252 ექსპერტი. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) SES-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ აქ.


განვითარების პოლიტიკის სფეროში მოხალისეობრივი სამსახურის ფარგლებში 2008 წლიდან საქართველოში 213 ახალგაზრდა მოხალისე იმყოფებოდა პარტნიორ ორგანიზაციებში.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ აქ.

ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით დოიჩე ველეს აკადემია ჟურნალისტებს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და დოცენტებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსებსა და კონფერენციებს. იგი ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდების კომპეტენციის ამაღლებას მედიის სფეროში და ასწავლის მათ ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებასა და დეზინფორმაციის ამოცნობას. DWA ეხმარება ადგილობრივ მედიას, მიაწოდონ დამოუკიდებელი ინფორმაცია საზოგადოებას და განსაკუთრებით ეთნიკურ, ენობრივ და რელიგიურ უმცირესობებს. ეს პროექტი კონცენტრირებულია სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ DWA-ს ვებგვერდზე.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დაკვეთით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს კლინიკებს შორის პარტნიორობის პროგრამას, რომლითაც ხელს უწყობს სამედიცინო და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს შორის პარტნიორობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ პარტნიორობა კლინიკებს შორის ვებგვერდზე.

კლიმატის დაცვის საერთაშორისო ინიციატივა 2008 წლიდან აფინანსებს კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების პროექტებს განვითარებად და გარდამავალ ქვეყნებში.

დამატებით ინფორმაციას იხილავთ IKI-ს ვებგვერდზე.








გვერდის დასაწყისში გადასვლა