Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანია - გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი 2019-2020 წლებში

03.07.2017 - სტატია

2018 წლის 8 ივნისს გერმანია აირჩიეს გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად 2019/20 წლებში. ამით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მეექვსედ იღებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ზრუნვაზე. 

​​​​​​​

Deutschland Mitglied des Sicherheitsrats der Vereinten Nationen Logo
Deutschland Mitglied des Sicherheitsrats der Vereinten Nationen Logo© Auswärtiges Amt


გაეროს უშიშროების საბჭო, რომელსაც ხუთი მუდმივი და ათი არამუდმივი წევრი ჰყავს, რომლებსაც ორი წლის ვადით ირჩევენ, ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია საერთაშორისო სამართლით სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღება. ბოლოს გერმანია 2011/12 წლებში იყო უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი. 2019-2020 წლებში ასევე ბელგია, დომენიკელთა რესპუბლიკა, ინდონეზია და სამხრეთ აფრიკა იქნებიან გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები.


გერმანიის წვლილი

გერმანია პოლიტიკურად, ფინანსურად და პერსონალით ძლიერად არის წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში: იგი მეოთხე ადგილზეა რეგულარულ ბიუჯეტსა და მშვიდობის დაცვის ბიუჯეტში შენატანების რაოდენობით და ასევე მეორე ადგილზეა ჰუმანიტარული და განვითარების სფეროში ოფიცილაური დახმარებებისთვის თანხების გამოყოფის კუთხით. გარდა ამისა, გერმანია უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა გაეროს სამშვიდობო მისიებისთვის ჯარების გამოყოფის კუთხით.

უშიშროების საბჭოს წევრობის პერიოდში გერმანიის მთავრობას ოთხი მთავარი მიზანი გააჩნია: 

მშვიდობა:

სამყაროში, რომელიც სულ უფრო უწესრიგო ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთობლივად გაუმკლავდეს ძველ და ახალ საფრთხეებს. აქ გერმანია სანდო პარტნიორს წარმოადგენს: უკვე თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სამშვიდობო მისიებში, როგორც პერსონალით, ასევე ფინანსურადაც. კონფლიქტების პრევენცია, სტაბილიზაცია, კონფლიქტების შემდგომი რეაბილიტაცია და შეაიარაღების კონტროლი არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები.

სამართლიანობა:

გერმანია მხარს უჭერს ფუნქციონირებად, ღირებულებებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს. ადამიანის უფლებები არის ჩვენი გლობალური თანაცხოვრების ფუნდამენტი. გენდერული თანასწორობა და ქალებისა და გოგონების თვითგამორკვევის უფლება, საზოგადოებრივი ინკლუზია, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები არის ჩვენი ძირითადი ღირებულებები, რომლებისთვისაც გლობალურ დონეზე ჩვენ ყოველდღიურად ვაქტიურობთ.

ინოვაცია:

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს კლიმატი. პარიზში შეთანხმებული და სავალდებულო კლიმატის ხელშეკრულებით დადგინდა მდგრადი ენერგომომარაგების კურსი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა და ასევე მოწინავე ქვეყანა განახლებადი ენერგიის სფეროში, ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი გამოცდილება და ამბიციები. ჩვენ ერთ-ერთ ცენტრალურ თემას ასევე წარმოადგენს თანასწორუფლებიანი და მაღალხარისხიანი განათლება ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისთვის. ეს არის თემები, რომლებიც ერთი შეხედვით არ არის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ისინი წარმოადგენენ მთავარ წინაპირობას მშვიდობიანი და თავისუფალი საზოგადოებისთვის. განათლების, წყალმომარაგებისა და ჯანსაღი გარემოს გარეშე არ შეიძლება არსებობდეს უსაფრთხოება.

პარტნიორობა:

Sitzung des UN-Sicherheitsrats
Sitzung des UN-Sicherheitsrats© picture alliance / dpa

გერმანია სანდო პარტნიორია მსოფილოში. ჩვენთვის პარტნიორობა ნიშნავს ურთიერთობას თანაბარ დონეზე. ჩვენ გვინდა ვისწავლოთ და გვსურს, ჩვენი გამოცდილება განვითარებისათვის გამოვიყენოთ. ამიტომ განვითარების პოლიტიკა ჩვენ გვესმის როგორც ინვესტიცია მომავლისთვის: განვითარების პოლიტიკა ნიშნავს ინფრასტრუქტურის შექმნას, ცოდნისა და იდეების გაზიარებას, დახმარების გაწევას თვითდახმარებისთვის. გერმანიას სურს და შეუძლია, წვლილი შეიტანოს იმაში, რომ სამყარო უფრო ადამიანური გახდეს. ეს კი ნიშნავს სამართლიან და ჰუმანურ დამოკიდებულებას ლტოლვილებისადმი. ლტოლვილობის მიზეზები ადგილზე უნდა იქნეს დაძლეული, ამიტომ გერმანია არსებითად იღებს მონაწილეობას ისეთი დამხმარე ორგანიზაციების მუშაობაში, როგორებიცაა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) და გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა.