Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ÖPR 2021- პროექტების მიღება დაწყებულია

Logo des Auswärtigen Amts

Logo des Auswärtigen Amts, © AA

22.09.2020 - სტატია

თანამშრომლობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან


გერმანიის მთავრობა 2021 წელსაც გამოყოფს სახსრებს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისათვის, რათა ხელი შუეწყოს ამ ქვეყნებში ტრანსფორმაციისა და შიდა ინტეგრაციის პროცესებს. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა.


აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაფართოების პროგრამა, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს, შესაძლებლობას აძლევს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მასში მოღვაწე მოქალაქეებს, სახელმწიფოს ქმედებებისას და ტრანსფორმაციის პროცესებში ცენტრალური და მნიშვნელოვანი პარტნიორის როლი ითამაშონ.


2021 წლისთვის საპროექტო განაცხადების შეტანა (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე) შესაძლებელია 2020 წლის 4 სექტემბრიდან 16 ოქტომბრამდე ვებ-გვერდზე https://oepr.diplo.de. იქვე იხილავთ დამატებით ინფორმაცის პროგრამის შესახებ.

გვერდის დასაწყისში გადასვლა