Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

სპეციალისტთა შემოსვლა გერმანიაში

15.03.2024 - ხშირად დასმული კითვები

აქ მოცემულია პასუხები თქვენს შეკითხვებზე გერმანიაში სპეციალისტთა იმიგრაციასა და მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით.
ძალაშია 2020 წლის 1 მარტიდან

ხშირად დასმული კითვები

მუშაობის დაწყებამდე თქვენ გესაჭიროებათ ბინადრობის უფლება, რომელიც მოგცემთ საქმიანობის განხორციელების ნებართვას*. გერმანიაში გამგზავრებამდე უნდა მოითხოვოთ ვიზა თქვენს ქვეყანაში არსებულ გერმანიის წარმომადგენლობაში (საელჩოში ან გენერალურ საკონსულოში)**. უმეტეს შემთხვევებში ვიზა გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ ამის თანხმობას გასცემს გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო. როგორც წესი, ამ თანხმობას ითხოვს საელჩო. თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილებულია, თქვენ მიიღებთ ეროვნულ ვიზას განსაზღვრული ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში გერმანიის უცხოელთა მომსახურების უწყებაში (Ausländerbehörde - თქვენი ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) უნდა მოითხოვოთ ბინადრობის გრძელვადიანი უფლება.

* აღნიშნული არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის კანონის თანახმად თქვენ გაქვთ თავისუფალი გადაადგილების უფლება. თავისუფალი გადაადგილების უფლება აქვთ ევროკავშირის სახელმწიფოების, ნორვეგიის, ისლანდიის, ლიხტენშტაინისა და შვეიცარიის მოქალაქეებს. მათ შეუძლიათ გერმანიაში ვიზის გარეშე შემოსვლა და არ ესაჭიროებათ ნებართვა მუშაობის დასაწყებად. მათი ოჯახის წევრებს, თუ ისინი არ არიან აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეები, ესაჭიროებათ გერმანიაში შესვლის ვიზა, ხოლო შესვლის შემდეგ ისინი სარგებლობენ იმავე პრივილეგიებით, რომლებიც გააჩნიათ თავისუფალი გადაადგილების უფლების მქონე მათი ოჯახის წევრებს.

** თუ თქვენ ხართ ავსტრალიის, ისრაელის, იაპონიის, კანადის კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის ან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, თქვენ შეგიძლიათ გერმანიაში ვიზის გარეშე შემოსვლა. შემდეგ თქვენ უნდა მოითხოვოთ ბინადრობის უფლება უცხოელთა მომსახურების უწყებაში თქვენი მომავალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ გერმანიაში შესვლისთანავე გსურთ მუშაობის დაწყება, მაშინ ბინადრობის მოწმობის მიღებამდე უნდა მოითხოვოთ ვიზა, რომელიც იძლევა მუშაობის უფლებას.

არსებობენ პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტები და აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტები. გერმანიაში საჭიროა გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების აღიარება. პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ გავლილი კვალიფიციური პროფესიული განათლების კურსი, რომელიც გერმანული კანონმდებლობის თანახმად მინიმუმ ორი წელი უნდა გრძელდებოდეს.

აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტებმა უნდა წარადგინონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც იქნება აღიარებული ან გერმანული უმაღლესი განათლების დიპლომთან შესაბამისი. სპეციალისტებს შეუძლიათ მხოლოდ თავიანთი კვალიფიკაციის შესაბამის პროფესიაში დასაქმება.

თქვენ, როგორც სპეციალისტს, შეგიძლიათ მიიღოთ სამუშაო ვიზა, თუ

  • გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული თქვენი კვალიფიკაცია აღიარებულ იქნა*;
  • მიიღეთ კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება. ამ შემთხვევაში თქვენს მომავალ დამსაქმებელს სთხოვეთ, რომ შეავსოს ფორმა „განცხადება შრომითი ურთიერთობის შესახებ“ (Erklärung zum Beschäftigungsverhältnis**);
  • თქვენ მიიღეთ პროფესიის განხორციელების ნებართვა (ან დაგიდასტურეს, რომ ამ ნებართვას გასცემენ), თუ თქვენ გსურთ ე.წ. რეგლამენტირებულ პროფესიაში*** მუშაობა (მაგ. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში);
  • თქვენ აკმაყოფილებთ უცხოელთა შესახებ კანონის ზოგად წინაპირობებს, მაგ. მოქმედი პასპორტი, ცხოვრების ხარჯების უზრუნველყოფა და ა.შ.

განაცხადი ვიზის მიღებაზე მხოლოდ მაშინ უნდა შეიტანოთ, თუ ყველა წინაპირობას აკმაყოფილებთ და შეგიძლიათ საბუთების სრულყოფილად წარმოდგენა. თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული თქვენი კვალიფიკაცია ჯერ არ არის აღიარებული, თქვენი სავიზო განაცხადი ვერ განიხილება.

* თუ პროფესიული ან უმაღლესი განათლება გერმანიაში მიიღეთ, მაშინ აღიარება არ არის საჭირო. გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის აღიარებას სხვადასხვა უწყებები ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ აქ:

თუ თქვენ გაქვთ უმაღლესი განათლების დიპლომი და არ გსურთ რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა, მაშინ შესაძლებელია საკმარისი იყოს, რომ თქვენი უმაღლესი განათლების დიპლომი მოცემული იყოს Anabin-ის მონაცემთა ბაზაში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://anabin.kmk.org/anabin.html

** ფორმულარის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ:

განცხადება შრომითი ურთიერთობების შესახებ

„შრომითი ურთიერთობების შესახებ განცხადების“ დამატებითი ფურცელი A (მხოლოდ აღიარების პროცედურის განხორციელებისთვის ვიზის მოთხოვნის შემთხვევაში)

„შრომითი ურთიერთობების შესახებ განცხადების“ დამატებითი ფურცელი B (მხოლოდ მივლინებისთვის, ICT, პერსონალის გაცვლისთვის ვიზის მოთხოვნის შემთხვევაში)

შრომითი ურთიერთობა გერმანიაში უნდა იყოს სოციალური დაზღვევით უზრუნველყოფილი. მივლინებებისთვის მოქმედებს ცალკე რეგულაციები.

*** რეგლამენტირებულ პროფესიებთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდებზე www.anerkennung-in-deutschland.de და https://web.arbeitsagentur.de/berufenet/ergebnisseite/reglementierte-berufe?berufecluster=reglementiert. უწყებები, რომლებიც გასცემენ პროფესიის განხორციელების ნებართვებს, ასევე იღებენ გადაწყვეტილებებს თქვენი კვალიფიკაციის აღიარების შესახებ.

მოცემულ ვებ-გვერზე იხილავთ ინფორმაციას საჭირო ვიზების სხვადასხვა კატეგორიის შესახებ: https://www.make-it-in-germany.com/de/visum-aufenthalt/arten/arbeiten-fachkraefte

სპეციალისტად დასაქმებისთვის თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ბინადრობის მოწმობა, თუ დადგინდება თქვენ მიერ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული განათლების შესაბამისობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ასევე შესაძლებელია დასაქმება სხვა პროფესიებშიც. გამორიცხულია საქმიანობა დამხმარედ ან შეგირდად. თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ კვალიფიციური სპეციალისტი. კვალიფიცირებული საქმიანობის შესაბამისობას ამოწმებს გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო.

დიახ. ამ შემთხვევაში დაკმაყოფილებული უნდა იყოს განსაკუთრებული პირობები. თუ თქვენ ვერ მიიღებთ ევროკავშირის ლურჯ ბარათს და თქვენი სრული წლიური შემოსავალი გარკვეული თანხის ქვემოთ იქნება (გერმანიის საყოველთაო საპენსიო დაზღვევის წლიური საწევროს განმსაზღვრელი ზღვარის 55 პროცენტის ქვემოთ), მაშინ თქვენ დამატებით უნდა წარმოადგინოთ დამადასტურებელი საბუთი, რომ გაქვთ სათანადო საპენსიო უზრუნველყოფა. საპენსიო უზრუნველყოფის დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს თქვენი ქვეყნის ან სხვა სახელმწიფოს პენსიის მიღების უფლება, კერძო საპენსიო ან სიცოცხლის დაზღვევა, უძრავი ქონება ან სხვა შესაბამისი ქონება. ინფორმაციას იმის შესახებ, გესაჭიროებათ თუ არა აღნიშნული საბუთის წარმოდგენა, მიიღებთ კონკრეტულ შემთხვევებში შრომის ფედერალურ სააგენტოში ან ვიზის გამცემ საელჩოში.


თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ვიზა მკვლევართათვის, თუ საჯარო ან კერძო სამეცნიერო დაწესებულებასთან დადებული გაქვთ შეთანხმება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების შესახებ. თქვენი კვალიფიკაციის აღიარებისათვის განსაკუთრებული პროცედურა არ არის საჭირო. თუმცა უნდა გქონდეთ უმაღლესი განათლების დიპლომი, რომელიც გაძლევთ სადოქტორო პროგრამებში მონაწილეობის უფლებას. მკვლევართათვის ვიზის გაცემისთვის არ არის აუცილებელი შრომითი ხელშეკრულება. მაგალითად სტიპენდიატებსაც შეუძლიათ ვიზაზე განაცხადის შემოტანა. თუ თქვენ ასევე აკმაყოფილებთ ევროკავშირის ლურჯი ბარათის წინაპირობებს, შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი ამ ვიზასა და მკვლევართათვის განკუთვნილ ვიზას შორის.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებისას არ არის საჭირო სპეციალისტის კვალიფიკაციის დადასტურება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

მიუხედავად სპეციალისტის კვალიფიკაციისა შესაძლებელია ბინადრობის უფლების გაცემა იმ საქმიანობისთვის, რომელიც რეგულირდება დასაქმების განკარგულებით. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან მაგალითად ხელმძღვანელი პირები კომპანიებში, ხელოვანები, სპორტსმენები, პროფესიით მძღოლები, ეროვნული კერძების მზარეულები, პრაქტიკის გარკვეული პროგრამები, უცხოური კომპანიების თანამშრომლები (ინფორმაცია იხილეთ აქ).

ასევე პროფესიაში გამოცდილების მქონე პირებს, რომლებსაც აქვთ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული განათლება ან უნივერსიტეტის დიპლომი, რომელიც ოფიციალურად არ არის აღიარებული გერმანიაში, ასევე შეუძლიათ მიიღონ ბინადრობის ნებართვა მუშაობის მიზნით; ინფორმაცია იხილეთ აქ.

გარდა ამისა, გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები* შეიძლება დაშვებულ იქნან ნებისმიერ საქმიანობაზე. თუ თქვენ გსურთ რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა, ყველა შემთხვევაში უნდა გაიცეს პროფესიის განხორციელების ნებართვა ან ამ ნებართვის გაცემის პირობა. უმეტეს შემთხვევაში საჭიროა გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობა. ხელმძღვანელი პირების, სპეციალისტებისა და ინსტრუქტორების მივლინებების შემთხვევაში (კომპანიის შიდა ტრანსფერი) შეიძლება გაიცეს ICT-ბარათი.

* საქმე ეხება შემდეგ სახელმწიფოებს:
ანდორა, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, კანადა, კორეის რესპუბლიკა, მონაკო, ახალი ზელანდია, სან მარინო, აშშ (დასაქმების განკარგულების მუხლი 26 პუნქტი 1), ასევე ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და სერბეთი (დასაქმების განკარგულების მუხლი 26 პუნქტი 2).

სპეციალისტის მეუღლეს და ასევე მის არასრულწლოვან შვილებს შეუძლიათ ვიზის მოთხოვნა ოჯახის წევრთან საცხოვრებლად გადასვლის მიზნით. სავიზო განაცხადის შეტანა მათ შეუძლიათ მაშინაც, როდესაც სპეციალისტი თავის ვიზაზე გააკეთებს განაცხადს.

თქვენ, როგორც სპეციალისტს, შეგიძლიათ მოითხოვოთ მაქსიმუმ ექვსთვიანი ვიზა იმ სამუშაო ადგილის მოძიების მიზნით, რომლის კვალიფიკაციაც გაგაჩნიათ, თუ თქვენი კვალიფიკაცია აღიარებულ იქნა*. თუ თქვენ გსურთ ე.წ. რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობას (მაგ. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში), უნდა წარმოადგინოთ თანხმობა პროფესიის განხორციელების ნებართვის გაცემაზე ან უკვე გაცემული ნებართვა. პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებმა უნდა დაადასტურონ გერმანული ენის იმ დონეზე ცოდნა, რომელიც საჭიროა დაგეგმილი საქმიანობისთვის (როგორც წესი B1-დონე)**.

ამ ვიზით შესაძლებლობა გექნებათ გამოსაცდელი საქმიანობის განხორციელება კვირაში მაქსიმუმ 10 საათის განმავლობაში.

ასეთი ვიზიტის დორს არ არის გათვალისწინებული ოჯახის წაყვანა.

*თუ პროფესიული ან უმაღლესი განათლება გერმანიაში მიიღეთ, მაშინ აღიარება არ არის საჭირო. გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის აღიარებას სხვადასხვა უწყებები ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ აქ:

- www.make-it-in-germany.com

- www.Anerkennung-in-Deutschland.de

- ცხელი ხაზი „მუშაობა და ცხოვრება გერმანიაში“: +49 30 1815 - 1111

- უცხოური განათლების სფეროს ცენტრალური უწყება.

თუ თქვენ გაქვთ უმაღლესი განათლების დიპლომი და არ გსურთ რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა, მაშინ შესაძლებელია საკმარისი იყოს, რომ თქვენი უმაღლესი განათლების დიპლომი მოცემული იყოს Anabin-ის მონაცემთა ბაზაში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://anabin.kmk.org/anabin.html ​​​​​​​

იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ თქვენ მიერ მიღებული პროფესიული განათლება სრულად არ აღიარეს და გამოვლინდა ნაკლი გერმანიაში არსებულ შესაბამის პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში, გაქვთ შესაძლებლობა, გერმანიაში მონაწილეობა მიიღოთ საკვალიფიკაციო ღონისძიებებში, რის შედეგადაც მოხდება თქვენ მიერ მიღებული განათლების აღიარება. ასეთი ღონისძიებებისთვის გერმანიაში ყოფნა შესაძლებელია 24 თვის განმავლობაში, მაქსიმუმ სამ წლამდე გაგრძელების პერსპექტივით. აღნიშნულის წინაპირობა რის გერმანული ენის ცოდნა როგორც წესი მინიმუმ A2-დონეზე. საკვალიფიკაციო ღონისძიებებში მონაწილეობის პარალელურად შესაძლებელია მუშაობა გარკვეული შეზღუდვებით.

ეგრეთ წოდებული აღიარების პარტნიორობის ფარგლებში შესაძლებელია აღიარების პროცესის დაწყება გერმანიაში შესვლის შემდეგ, თუმცა მუშაობა შეგიძლიათ შესვლისთანავე დაიწყოთ. ამისათვის საჭიროა გქონდეთ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული კვალიფიკაცია, რომელიც ამ კვალიფიკაციის გამცემი სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული. თუ საქმე ეხება გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებულ პროფესიულ განათლებას, იგი უნდა მოიცავდეს არანაკლებ ორწლიან სწავლებას. აღიარების პარტნიორობაში შესვლით დასაქმებული იღებს ვალდებულებას, გერმანიაში შესვლისთანავე დაიწყოს აღიარების პროცედურა და განახორციელოს იგი მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამავდროულად, დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, შესაძლებელი გახადოს აღიარების პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლოვანების დაბალანსება. დასაქმებულს ასევე უნდა ფლობდეს გერმანულ ენას მინიმუმ A2 დონეზე. აღიარების პარტნიორობის ფარგლებში გერმანიაში ყოფნა შესაძლებელია სამ წლამდე.

საშუამავლო შეთანხმებების ფარგლებში, რომლებიც გარკვეულ პროფესიებთან მიმართებაში გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს აქვს ზოგიერთი ქვეყნის შრომის უწყებებთან, შესაძლებელია აღიარების პროცედურის გერმანიაში განხორციელება და პარალელურად დაგეგმილ სამუშაო ადგილზე მუშაობა.

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ასევე გერმანიაში გაემგზავროთ სასკოლო ან საწარმოო პროფესიული განათლების მისაღებად. ასევე შესაძლებელია პროფესიული განათლებისთვის მოსამზადებელი ენის კურსების გავლა. პროფესიული განათლების კურსებზე მონაწილეობისთვის საჭიროა მინიმუმ B1-დონეზე გერმანული ენის ცოდნის დადასტურება. ეს არ არის საჭირო, თუ ენის ცოდნის მიღება დაგეგმილია მოსამზადებელ კურსებზე ან ეს ცოდნა დადასტურებულია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

სწავლის პარალელურად ნებადართულია მუშაობა კვირაში მაქსიმუმ ოცი საათით.

თუ თქვენ ჯერ არ ხართ 35 წლის, შეგიძლიათ გერმანიაში გამგზავრება პროფესიული განათლების მიღებისთვის ადგილის მოძიების მიზნით; ამისათვის ასევე საჭიროა გერმანული ენის ცოდნა B1-დონეზე და გერმანიის ფარგლებს გარეთ არსებული გერმანული სკოლის დიპლომი ან სხვა სკოლების დიპლომი, რომელიც გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის უფლებას იძლევა. ამ მიზნით გერმანიაში ყოფნა შესაძლებელია მაქსიმუმ ცხრა თვე.

გერმანიის უნივერსიტეტში სწავლა შესაძლებელია, ისევე როგორც სწავლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები, მაგალითად ენის კურსი. სწავლის პარალელურად ნებადართულია მუშაობა 140 დღე წელიწადში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გერმანიაში გამგზავრება სწავლისთვის მოსამზადებელი პრაქტიკის გავლის მიზნით. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ცხრა თვემდე ვადით გაემგზავროთ გერმანიაში უნივერსიტეტში სასწავლო ადგილის მოძიების მიზნით. ამ პერიოდში მუშაობა ნებადართულია მხოლოდ 20 საათი კვირაში.

თუ თქვენ უკვე მოიძიეთ დამსაქმებელი, შეგიძლიათ მისცეთ მას უფლება, თქვენთვის მოითხოვოს სპეციალისტთა დაჩქარებული პროცედურა* იმ ქალაქის (დასახლების) უცხოელთა მომსახურების სამსახურში, სადაც თქვენ მომავალში იმუშავებთ. უცხოელთა მომსახურების სამსახური გაუწევს კონსულტაციას თქვენს დამსაქმებელს და დაეხმარება მას თქვენი კვალიფიკაციის აღიარების განაცხადის გაკეთებაში. იგი მოითხოვს თანხმობას გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოსგან. აღიარებაზე პასუხისმგებელი უწყებები და გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო ვალდებული არიან დადგენილ ვადებში მიიღონ გადაწყვეტილება. აღნიშნული პროცედურის საფასურია 411 ევრო. ამას ემატება კვალიფიკაციის აღიარების გადასახადი. თუ ყველა ის პირობა დამაკმაყოფილებელია, რომლის განხილვაც შესაძლებელი იყო გერმანიაში, მაშინ უცხოელთა მომსახურების სამსახური გასცემს ე.წ. წინასწარ თანხმობას, რომელსაც დამსაქმებელი თქვენ გადმოგიგზავნით. როგორც კი მიიღებთ აღნიშნულ თანხმობას, გერმანიის საელჩოში უნდა დაჯავშნოთ დღე სავიზო განაცხადის შეტანისთვის, რაც სამი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს. განაცხადის შეტანისას უნდა წარადგინოთ წინასწარი თანხმობის დედანი სხვა საჭირო საბუთებთან** ერთად. როგორც წესი, საელჩო შემდგომი სამი კვირის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას თქვენს განაცხადთან დაკავშირებით. ვიზის გადასახადი შეადგენს 75 ევროს.

*დაჩქარებული პროცედურა შესაძლებელია:

  • პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტების შემთხვევაში,
  • აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტების შემთხვევაში,
  • მაღალი კვალიფიკაციის შემთხვევაში,
  • მკვლევარების/მეცნიერების შემთხვევაში,
  • ხელმძღვანელი პირების შემთხვევაში,
  • პროფესიული განათლების შემთხვევაში,
  • გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების ღონისძიებების შემთხვევაში,
  • და სხვა გარკვეული საქმიანობის შემთხვევაში (ინფორმაცია იხილეთ აქ)

** იმ საბუთების ჩამონათვალი, რომელიც განაცხადის შეტანისას უნდა წარადგინოთ, იხილეთ საელჩოს შესაბამის ვებ-გვერდზე.

დაჩქარებული პროცედურა განკუთვნილია მხოლოდ სპეციალისტებისთვის და მსგავსი შემთხვევებისთვის. თქვენს დამსაქმებელს შეუძლია ასევე გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოში მოითხოვოს წინასწარი თანხმობა. თუმცა ფედერალური სააგენტო ამოწმებს მხოლოდ იმ წინაპირობებს, რომლებიც უშუალოდ საქმიანობას ეხება და არა იმ წინაპირობების არსებობას, რომლებიც აუცილებელია ვიზის გაცემისათვის. ეს გზა ასევე არ გამოდგება, თუ თქვენ გსურთ დახმარება თქვენი კვალიფიკაციის აღიარებაში. მაგრამ ამ პროცედურას აზრი აქვს მაშინ, თუ მაგ. მივლინების ფარგლებში გსურთ დროებით გერმანიაში მუშაობა.

ინფორმაცია და კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ

  • გერმანიის მთავრობის საინფორმაციო პორტალზე, რომელიც განკუთვნილია უცხოელი სპეციალისტებისათვის - Make it in Germany „www.make-it-in-germany.com“,
  • გერმანიის მთავრობის საინფორმაციო პორტალზე გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების შესახებ „www.anerkennung-in-deutschland.de“,
  • აღიარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ცხელ ხაზზე „მუშაობა და ცხოვრება გერმანიაში“ ონლაინ ან ტელეფონით +49 30 1815 - 1111,
  • პროფესიის აღიარების ცენტრალურ მომსახურების სააგენტოში (ZSBA) (01.03.2020-დან) და
  • გერმანიის ფარგლებს გარეთ არსებულ სხვადასხვა საკონსულტაციო ორგანიზაციებში (მაგ. კონსულტაცია აღიარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა საგარეო სავაჭრო პალატებში, ჩამონათვალი იხილეთ აქ www.anerkennung-in-deutschland.de).
გვერდის დასაწყისში გადასვლა