Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ვიზიტის დაჯავშნა საკონსულოში

ფოტოზე გამოსახულია კალენდარი და კალამი

ვიზიტის დაჯავშნა, © colourbox.de

22.11.2017 - სტატია

ქვემოთ მოცემულ ბმულზე თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი გერმანიის საელჩოს სავიზო და საკონსულო განყოფილებაში, მაგალითად სავიზო განაცხადის შემოსატანად ან გერმანიის მოქალაქეებისთვის პასპორტის მისაღებად.

პროცედურა შემდეგია: თქვენ აქ ეწერებით ვიზიტის დაჯავშნის რიგში . რეგისტრაციის დროს მიიღებთ ჯავშნის ნომერს და ცოტა მოგვიანებით რეგისტრაციის დამადასტურებელ მეილს. საელჩოში ვიზიტამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას და გაცნობებთ იმ თარიღსა და დროს, როდესაც თქვენ უნდა მობრძანდეთ საელჩოში სავიზო განაცხადის შემოსატანად. ამ მეილის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში უნდა დაგვიდასტუროთ ეს თარიღი. სხვა შემთხვევაში ჯავშანი გაუქმდება.

ვიზიტის დაჯავშნა სავიზო განაცხადისა და გერმანიის მოქალაქეებისთვის პასპორტის მისაღებად.

სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოგვწერეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმის მეშვეობით. საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით მიღების საათებია ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი 14:00-დან 15:00 საათამდე, თუმცა პანდემიის გამო ამჟამად წინასწარ უნდა შეათანხმოთ ვიზიტი. ამისათვის გთხოვთ ტელეფონით დაუკავშირდეთ საკონსულო განყოფილებას (ტელეფონით დაკავშირება შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 13:00 საათამდე ნომერზე +995 32 243 53 99).

მსგავსი თემები

გვერდის დასაწყისში გადასვლა