Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიაში შესვლის პირობები, ტესტისა და კარანტინის ვალდებულებები

Reisende vor Corona-Testcenter am Flughafen

Kostenlose Corona Tests an deutschen Flughäfen., © dpa / Sven Simon

04.08.2021 - სტატია

Covid-19-პანდემიის გამო მრავალი ქვეყნიდან გერმანიაში შესვლაზე მოქმედებს შეზღუდვები. გერმანიაში შესვლისას აუცილებელია ტესტის წარდგენა. გარდა ამისა გარკვეული რეგიონებიდან გერმანიაში შესვლისას მოქმედებს ელექტრონული რეგისტრაციისა და კარანტინში ყოფნის ვალდებულება.

გერმანიაში შესვლის შეზღუდვები

გერმანიაში შესვლის ზოგადი შეზღუდვები

ევროკავშირში შეზღუდვები კვლავ მოქმედებს. გერმანიაში შესვლის შეზღუდვებს ადგენს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტრო. გთხოვთ, გამგზავრებამდე გაეცნოთ აღნიშნული სამინისტროს  ინფორმაციას, თუ რა სახის შეზღუდვებია დაწესებული იმ ქვეყნის მიმართ, რომლიდანაც მიემგზავრებით გერმანიაში.

გერმანიაში შესვლა ძირითადად დაშვებულია

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან
  • შენგენის ასოცირებული ქვეყნებიდან: ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტაინი
  • იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ეპიდემიოლოგიური მდგომარების შეფასებიდან გამომდინარე ევროკავშირის მიერ შესვლა დაშვებულია.

სხვა ქვეყნებიდან შემოსვლა შესაძლებელია ნებისმიერი მიზნით (მათ შორის სტუმრობა, ტურიზმი) მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პირებისათვის. ვაქცინაცია უნდა იყოს ჩატარებული ვაქცინით, რომელიც ჩამოთვლილია პაულ ერლიხის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე და ბოლო აცრიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.  დამატებით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით იხილავთ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. არავაქცინირებული პირებისათვის სხვა ქვეყნებიდან გერმანიაში შესვლა კვლავაც შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ამის წინაპირობას წარმოადგენს სასწრაფო აუცილებლობა.

მგზავრების გადაყვანის აკრძალვა ქვეყნებიდან, სადაც ვირუსის მუტაციებია გავრცელებული

იმ ქვეყნებისთვის, სადაც ვირუსის მუტაცია ფართოდ გავრცელდა (ე.წ. ვირუსის ვარიანტის ქვეყნები), დაწესებულია მგზავრების გადაყვანის აკრძალვა. სატრანსპორტო კომპანიები, მაგ. ავია- და სარკინიგზო კომპანიებს არ აქვთ ამ ქვეყნებიდან მგზავრების გერმანიაში ტრანსპორტირების უფლება. მგზავრების გადმოყვანა მხოლოდ იშვიათ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული, კერძოდ

  • გერმანიის მოქალაქეებისათვის და იმ პირებისთვის, რომლებისთვისაც გერმანია მუდმივი საცხოვრებელი ადგილია და მათ გააჩნიათ გერმანიაში ბინადრობის უფლება, ასევე მათი მეუღლეებისთვის და არასრულწლოვანი შვილებისთვის,

  • იმ პირებისთვის, რომლებიც ტრანზიტული ფრენის დროს მხოლოდ სატრანზიტო ზონაში გაჩერდებიან და

  • ძალიან ცოტა სხვა გამონაკლის შემთხვევებში.

ასევე ამ გამონაკლის შემთხვევებში გერმანიაში შემოსვლამდე აუცილებელია ელექტრონული განაცხადის შევსება და კოვიდ-19-ის ტესტი ან სხვა დამადასტურებელი საბუთი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ კარანტინის გავლის ვალდებულება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.


დამატებითი ინფორმაცია მგზავრების გადაყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე და გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე. ვირუსის  მუტაციის ქვეყნების სია ქვეყნდება რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.

შესვლის ელექტრონული რეგისტრაცია

მგზავრებმა, რომლებიც ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის შემცველ ტერიტორიაზე ან ქვეყნებში, სადაც ვირუსის მუტაციებია გავრცელებული, გერმანიაში ჩასვლამდე ვებ-გვერდზე www.einreiseanmeldung.de უნდა შეავსონ შესვლის საგანაცხადო ფორმა და გერმანიაში შესვლისას უნდა წარადგინონ ამ ფორმის შევსების დამადასტურებელი საბუთი. რეგისტრაცია არ ეხება იმ პირებს,

  • რომლებიც მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებში ან ქვეყნებში, სადაც ვირუსის მუტაციებია გავრცელებული,  მხოლოდ ტრანზიტით იმყოფებოდნენ და იქ არ დაყოვნებულან,,

  • გერმანიის გავლით სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან და ქვეყანას ყველაზე მოკლე გზით კვლავ ტოვებენ, ან

  • სასაზღვრო გადაადგილების ფარგლებში: პირებს, რომლებიც 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის შემცველ ტერიტორიაზე ან ქვეყნებში, სადაც ვირუსის მუტაციებია გავრცელებული, ან გერმანიაში შემოდიან 24 საათამდე ნაკლები დროით.

მაღალი რისკის შემცველ  ქვეყნებში (მაგრამ არა ვირუსის მუტაციების მქონე ქვეყნებში) ყოფნის შემდეგ გერმანიაში შემოსვლისას არსებობს გამონაკლისი 72 საათზე ნაკლები დროით ახლო ნათესავებთან (მშობლები, შვილები), ცალკე მცხოვრებ მეუღლეებთან სტუმრობისთვის ან გაყოფილი მეურვეობის უფლების განხორციელებისთვის.

გაითვალისწინეთ: ელექტრონული რეგისტრაცია უნდა მოხდეს მხოლოდ ვებ-გვერდის  www.einreiseanmeldung.de -ს მეშვეობით და არის უფასო. სასაზღვრო კონტროლისას აღიარებული იქნება მხოლოდ ამ ვებ-გვერდის მეშვეობით გაცემული დადასტურებები.

თუ გამონაკლის შემთხვევებში შეუძლებელია ელექტრონული განაცხადის შევსება, მაშინ მგზავრებმა სანაცვლოდ უნდა შეავსონ რეგისტრაციის სარეზერვო განაცხადი ქაღალდზე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საინფორმაციო ფურცელზე და გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ტესტის ვალდებულება და აცრის და გამოჯანმრთელების დადასტურების ვალდებულება გერმანიაში შესვლისას

თორმეტი წლის ასაკიდან მგზავრებმა გერმანიაში შესვლის დროს უნდა წარადგინონ შემდეგი დამადასტურებელი საბუთები:

  • გერმანიაში შესვლა ქვეყნებიდან, სადაც ვირუსის მუტაციებია გავრცელებული: კოვიდ-19-ის ნეგატიური ტესტი. ამ შემთხვევაში საკმარისი არ იქნება აცრის ან გამოჯანმრთელების საბუთი.
  • გერმანიაში შესვლა სხვა ქვეყნებიდან (მიუხედავად გრადაციისა და გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებისა): აცრის საბუთი, გამოჯანმრთელების საბუთი ან კოვიდ-19-ის ნეგატიური ტესტი.

ეს საბუთები უნდა წარადგინოთ გერმანიაში შესვლისას. საჰაერო გზით გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში აუცილებელი საბუთი გამგზავრებამდე და მოთხოვნის შემთხვევაში ასევე უნდა წარედგინოს ავიაკომპანიას.

გამონაკლისები ტესტის/დადასტურების წარდგენის ვალდებულებებისას:

გერმანიაში შესვლისას ტესტის/დადასტურების წარდგენის ვალდებულებებისას გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომლებიც

  • გერმანიას გაივლიან გაჩერების გარეშე
  • ტრანსპორტის პერსონალი

იმ პირთათვის, ვინც რეგულარულად კვეთს საზღვარს და არ ჩერდება 24 საათზე მეტი ხნით, მოქმედებს ტესტის/დადასტურების წარდგენის ვალდებულება მხოლოდ მაღალი რისკის ქვეყნებისა და მუტაციების მქონე ქვეყნების შემთხვევაში, ასევე საჰაერო გზით ჩასვლის შემთხვევაში. არავაქცინირებულმა ან გამოჯანმრთელებულმა პირებმა საზღვრის რეგულარული კვეთისას უნდა წარადგინომ ნეგატიური ტესტი მხოლოდ ორჯერ კვირაში.

დამატებითი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით იხილეთ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.


მოთხოვნები დამადასტურებელი საბუთებისადმი

დამადასტურებელ საბუთად ითვლება შემდეგი:

  • ტესტის ნეგატიური პასუხის მქონე პირებისთვის:

ნუკლეინის მჟავის გამაძლიერებელი ტექნიკით (მაგ. PCR, PoC-PCR) გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენებზე. ტესტი აღებული უნდა იყოს გერმანიაში შემოსვლამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე.

ალტერნატივად - ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენებზე. რისკის შემცველ ან დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში ყოფნის შემთხვევაში ტესტი აღებული უნდა იყოს გერმანიაში შემოსვლამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე, ხოლო ვირუსის ვარიანტის ქვეყნებში ყოფნის შემთხვევაში - მაქსიმუმ 24 საათით ადრე.

ტესტის აღიარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია რობერტ კოხის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.

  • აცრილი პირებისთვის:

Covid-19-ზე ჩატარებული სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი პასუხი გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენებზე ელექტრონული ან ქაღალდის ფორმით (მაგ. WHO-ის აცრების ყვითელი პასპორტი). აცრა განხორციელებული უნდა იყოს  პაულ ერლიხის სახ. ინსტიტუტის ვებ-გვერდზე ჩამოთვლილი ვაქცინებით. ბოლო ვაქცინაციის შემდეგ გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

  • გამოჯანმრთელებული პირებისთვის:

PCR-ტესტის დადებითი პასუხი, რომელიც გაკეთებული უნდა იყოს მაქსიმუმ 6 თვით ადრე და მინიმუმ 28 დღით ადრე.

საკარანტინო პირობები

გერმანიაში მოქმედებს იზოლაციის ვალდებულება გერმანიაში შემოსვლის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის 30 ივლისის დადგენილების თანახმად. 

აღნიშნული დადგენილების მიხედვით მათთვის, ვინც ბოლო 10 დღის განმავლობაში მაღალი რისკის შემცველ ან მუტაციების მქონე ქვეყნებში იმყოფებოდა, გერმანიაში შემოსვლისას მოქმედებს შემდეგი ვალდებულება:

  • გერმანიაში შესვლისთანავე უნდა გაემართოთ დანიშნულების ადგილას და
  • მოექცეთ თვითიზოლაციაში (კარანტინში). მაღალი რისკის ქვეყნებში ყოფნის შემდეგ გერმანიაში შემოსვლის შემთხვევაში თვითიზოლაციის პერიოდი შეადგენს 10 დღეს, მუტაციების მქონე ქვეყნებიდან შემოსვლის შემთხვევაში 14 დღეს.

კარანტინის პერიოდში აკრძალულია სახლის ან ბინის დატოვება ან სტუმრის მიღება.


კარანტინის ვალდებულების გამონაკლისები:

კარანტინის ვალდებულება არ ეხება პირებს

  • რომლებიც მაღალი რისკის შემცველ (არა ვირუსის მუტაციის მქონე ქვეყნებში) მხოლოდ ტრანზიტით იმყოფებოდნენ და იქ არ დაყოვნებულან,
  • გერმანიის გავლით სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან და ქვეყანას ყველაზე მოკლე გზით კვლავ ტოვებენ, ან
  • პირები, რომლებიც რეგულარულად კვეთენ საზღვარს პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით და მინიმუმ ერთხელ კვირაში ბრუნდებიან იქ, სადაც არიან ჩაწერილები.

მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში ყოფნის (და არა ვირუსის მუტაციის მქონე ქვეყნებში ყოფნის შემთხვევაში) უნდა გაითვალისწინოთ:

კარანტინის დროზე ადრე დასრულება შესაძლებელია, თუ წარმოადგენთ ნეგატიურ ტესტს, აცრის საბუთს ან გამოჯანმრთელების საბუთს. ტესტის შემთხვევაში ტესტის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ გერმანიაში შესვლიდან მე-5 დღეს.

12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კარანტინის სრულდება დადასტურების გარეშეც გერმანიაში შესვლიდან 5 დღის (და არა 10 დღის) შემდეგ.

ვირუსის მუტაციის მქონე ქვეყნებში ყოფნის შემთხვევაში:

კარანტინის ვადის შემცირება დაუშვებელია. თუ შესაბამისი ქვეყანა კარანტინის დროს შეფასდება როგორც მაღალი რისკის ქვეყანა და აღარ ჩაითვლება ვირუსის მუტაციის მქონე ქვეყანად, მაშინ ვრცელდება მაღალი რისკის მქონე ქვეყნებისთვის დაწესებული რეგულაციები დასახელებულ გამონაკლისებთან ერთად.

დამატებითი ინფორმაცია მოცემულია გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

გვერდის დასაწყისში გადასვლა