Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიაში შესვლის პირობები და საკარანტინო რეგულაციები

07.07.2020 - სტატია

საკარანტინო რეგულაციები და Covid-19-ტესტი გერმანიაში შესვლისას

საქართველოდან გერმანიაში შესვლისას ძირითადად დაწესებულია 14 დღიანი კარანტინი სახლში.

კარანტინის ვალდებულება შეიძლება მოიხსნას იმ შემთხვევაში (ესეც დამოკიდებული ფედერალურ მხარეზე), თუ გერმანიაში შესვლამდე მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტი ან გერმანიაში შესვლის შემდეგ გაკეთებული ტესტი აჩვენებს, რომ პირს არ აქვს Covid-19-ინფექცია. დეტალები აღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ (გამონაკლისი: ტესტის უარყოფითი შედეგის დადასტურება).

თუ გერმანიაში შესვლამდე 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდით რისკის შემცველ ტერიტორიაზე, მაშინ

  • გერმანიაში შესვლის შემდეგ თქვენ პირდაპირ უნდა გაემართოთ დანიშნულების ადგილას, იქ უნდა მოექცეთ თვითიზოლაციაში სახლის პირობებში სანამ არ გექნებათ ტესტის უარყოფითი პასუხი (იხილეთ „გამონაკლისი: ტესტის უარყოფითი შედეგის დადასტურება“), შესაბამის უწყებას (როგორც წესი ჯანდაცვის სამსახურს) მოთხოვნის საფუძველზე უნდა წარუდგინოთ ტესტის შედეგი და
  • ტელეფონით ან ელ. ფოსტით უნდა დაუკავშირდეთ შესაბამის ორგანოს - როგორც წესი ჯანდაცვის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროთ რეგისტრაცია.

დამატებითი ინფორმაცია ახლად დაწესებული სავალდებულო ტესტის შესახებ იხილეთ აქ.

გამონაკლისი: ტრანზიტი

სახლის პირობებში„ თვითიზოლაციის ვალდებულება არ არსებობს ტრანზიტის შემთხვევაში. თუმცა ასეთ დროს ვალდებული ხართ, მაშინვე დატოვოთ გერმანიის ტერიტორია.  

გამონაკლისი: ტესტის უარყოფითი შედეგის დადასტურება

თუ თქვენ დაადასტურებთ, რომ არ ხართ ინფიცირებული Covid-19-ით, მაშინ კარანტინი უმეტეს ფედერალურ მხარეში არ არის სავალდებულო. გარკვეულ ფედერალურ მხარეებში ითხოვენ რამდენიმე დღეში განმეორებითი ტესტის გაკეთებას. ტესტი ჩატარებული უნდა იყოს  გერმანიაში შესვლამდე მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში. ტესტი უნდა ჩატარდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ან შესაბამისი ხარისხის სტანდარტების მქონე სახელმწიფოში.

ალტერნატივად შესაძლებელია ტესტის ჩატარება გერმანიაში შესვლის შემდეგ

  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ან
  • საცხოვრებელ ადგილას.

მგზავრებისთვის ტესტის გაკეთება გერმანიაში შესვლის შემდეგ 72 საათის განმავლობაში უფასოა და შეიძლება განხორციელდეს მაგალითად აეროპორტებში.

ტესტის შედეგი (მიუხედავად იმისა, გერმანიაში შესვლამდე თუ შესვლის შემდეგ არის იგი ჩატარებული) უნდა შეინახოთ მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. მოთხოვნის შემთხვევაში იგი უნდა წარუდგინოთ ჯანდაცვის უწყებას.

გვერდის დასაწყისში გადასვლა