აქტუალური ინფორმაცია: გერმანიის ეროვნული ვიზის მისაღებად განაცხადების შემოტანის მსურველთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო გერმანიის საელჩომ თბილისში შეცვალა ვიზიტების გაცემის სისტემა.
ამჟამად მოლოდინის დრო ვიზიტის რიგში ჩაწერიდან ვიზიტამდე სამწუხაროდ დიდხანს გრძელდება. გთხოვთ, ამ დროის განმავლობაში თავი შეიკავოთ საელჩოში შეკითხვების გამოგზავნისა და დარეკვისგან ვიზიტის ჯავშანთან დაკავშირებით. რიგგარეშე ვიზიტები არ გაიცემა.
პროცედურა შემდეგია: თქვენ აქ ეწერებით ვიზიტის დაჯავშნის რიგში . რეგისტრაციის დროს მიიღებთ ჯავშნის ნომერს და ცოტა მოგვიანებით რეგისტრაციის დამადასტურებელ მეილს. საელჩოში ვიზიტამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას და გაცნობებთ იმ თარიღსა და დროს, როდესაც თქვენ უნდა მობრძანდეთ საელჩოში სავიზო განაცხადის შემოსატანად. ამ მეილის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში უნდა დაგვიდასტუროთ ეს თარიღი. სხვა შემთხვევაში ჯავშანი გაუქმდება.
ვიზიტები გაიცემა თანმიმდევრობით რიგში ჩაწერის შესაბამისად. თქვენ მიიღებთ ვიზიტის პირველივე თავისუფალ ადგილს და აღარ მოგიწევთ (როგორც აქამდე იყო) თავისუფალი ადგილის ძიება.
საელჩო ყოველთვის გასცემს ვიზიტების მაქსიმალურ რაოდენობას, რათა რაც შეიძლება ნაკლები იყოს მოლოდინის დრო. შეკითხვებს რიგში ჩაწერასთან და ვიზიტის გაცემასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ვერ ვუპასუხებთ გადატვირთული გრაფიკის გამო.