Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

შესარჩევი გასაუბრება 2022 წლის გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიებისათვის

03.11.2021 - პრესრელიზი

2021 წლის 4 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და გერმანიასთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ნოკოლოზ სამხარაძე შეხვდებიან გერმანულ დელეგაციას, რომელიც შეარჩევს  გერმანიის ბუნდესთაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის”(IPS) მონაწილეებს საქართველოდან. დელეგაციას ხელმძღვანელობს ბუნდესთაგის დეპუტატი, ბატონი კარლ-იულიუს კრონენბერგი.


აღნიშნული სტიპენდიის ფარგლებში, 120 სტიპენდიატს მსოფლიოს 50 ქვეყნიდან 2022 წლის  მარტის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე შესაძლებლობა ექნება, გერმანიის ბუნდესთაგის მიერ სრულად დაფინანსებული სტიპენდიის ფარგლებში გაეცნოს გერმანიის საპარლამენტო სისტემას გერმანიის პარლამენტში. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესები. სტიპენდიატები იმუშავებენ ბუნდესთაგის ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად შეძლებენ ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრებას.


პროგრამას პატრონაჟს უწევს გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე, ქალბატონი ბერბელ ბასი და იგი ხორციელდება ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად. გერმანიის ბუნდესთაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის,  დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს.

პროგრამასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.bundestag.de/ips.

გვერდის დასაწყისში გადასვლა