Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემია „ერთობის იდეა“

02.10.2020 - პრესრელიზი

3 ოქტომბერს, 17:00 საათზერესპუბლიკაშიგაიმართება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემიის  პრეზენტაცია.

 

1990 წლის 3 ოქტომბერს, ბერლინის კედლის დანგრევიდან თერთმეტი თვის შემდეგ, ორ ნაწილად გაყოფილი გერმანული სახელმწიფო გაერთიანდა. გერმანელებისთვის ეს დღესასწაული ხაზს უსვამს ერთიანობისა და თავისუფლების მნიშვნელობის იდეას.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაწესებული ლიტერატურული პრემია „ერთობის იდეა“ პირველად გადაეცემა ავტორს 2019-2021 წლებში გამოცემული საუკეთესო გამოქვეყნებული ნაწარმოებისთვის, რომელიც ეხება ადამიანებს შორის არსებულ ხელოვნურ საზღვრებს  და ბრძოლას ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ., ნაწარმოები ასევე უნდა ეხმაურებოდეს ერთიანობისა და ტოლერანტობის იდეებს და ადამიანთა წარმოდგენებში თუ საზოგადოებებში გამყოფი „კედლების“ ნგრევას. ლიტერატურული პრემიის მფლობელის ვინაობა 2021 წლის 3 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

აღნიშნულ პრემიას გასცემს გერმანიის საელჩო საქართველოში ა(ა)იპ “ქართულ ლიტერატურულ ინიციატივასთან” თანამშრომლობით. ღონისძიებაზე ლიტერატურული პრემიის შესახებ ისაუბრებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში, „ქართული ლიტერატურული ინიციატივის“ დირექტორი მედეა მეტრეველი და ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრები.

საკონკურსოდ შემოსული წიგნებიდან საელჩოს მიერ დაკომპლექტებული სპეციალური ჟიური თავდაპირველად შეარჩევს საუკეთესო ნაწარმოებებს, შემდგომში კი გამარჯვებულს  გამოავლენს. ჟიურის წევრები არიან: მაია ფანჯიკიძე (მთარგმნელი), ლაშა ბაქრაძე (ისტორიკოსი,ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი), ნათია მიქელაძე (მთარგმნელი), ზურაბ ქარუმიძე (მწერალი), ზაალ ანდრონიკაშვილი (ლიტერატურის კრიტიკოსი).


გვერდის დასაწყისში გადასვლა