Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

შესარჩევი გასაუბრება 2020 წლის გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიებისათვის

02.12.2019 - პრესრელიზი

2019 წლის 5 დეკემბერს თბილისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე შეხვდებიან გერმანულ დელეგაციას, რომელმაც უნდა შეარჩიოს მონაწილეები გერმანიის ბუნდესთაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიისათვის” (IPS). დელეგაციას ხელმძღვანელობს ბუნდესთაგის დეპუტატი, ბატონი კაი გერინგი. თბილისში ვიზიტისას დელეგაცია ასევე შეხვდება პოლიტიკის, ეკონომიკისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს.

აღნიშნული სტიპენდიის ფარგლებში, 120 სტიპენდიატს მსოფლიოს 44 ქვეყნიდან 2020 წლის  მარტის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე შესაძლებლობა ექნება, გერმანიის ბუნდესთაგის მიერ სრულად დაფინანსებული სტიპენდიის ფარგლებში გაეცნოს გერმანიის საპარლამენტო სისტემას გერმანიის პარლამენტში. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესები. სტიპენდიატები იმუშავებენ ბუნდესთაგის ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად შეძლებენ ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრებას.

პროგრამას პატრონაჟს უწევს გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი დოქტ. ვოლფგანგ შოიბლე და იგი ხორციელდება ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად. გერმანიის ბუნდესთაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის,  დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს.

პროგრამასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.bundestag.de/ips.

გვერდის დასაწყისში გადასვლა