Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური საქართველოში DAAD-ის ოთხმოცდათორმეტ სტიპენდიატს გადასცემს სტიპენდიებს გერმანიაში სწავლისა და კვლევისათვის

23.05.2019 - პრესრელიზი

პარასკევს, 24 მაისს, 17 საათზე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) წლევანდელ სტიპენდიატებს გოეთეს ინსტიტუტში (მ. ზანდუკელის ქ. 16) საზეიმო მიღებაზე უმასპინძლებს. სტუმრებს შორის იქნებიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ბ-ნი ჰუბერტ ქნირში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ქ-ნი მარიამ ჯაში და საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ბ-ნი ანრი ოხანაშვილი.

წელს DAAD-ის სტიპენდია ოთხმოცდათორმეტმა (92) სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა, დოქტორანტმა და მეცნიერმა მიიღო. ისინი სხვადასხვა სამეცნიერო-აკადემიურ დისციპლინებს წარმოადგენენ და 2019-2020 წლებში, გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებს/კვლევით ინსტიტუტებს სწავლისა და კვლევის მიზნით ესტუმრებიან. 

DAAD ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო ფონდია მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად 130.000 სტიპენდიას გასცემს გამორჩეული სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის გერმანიასა და მის საზღვრებს გარეთ. გარდა ამისა, ხელს უწყობს გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციას, პოპულარიზაციას უწევს გერმანისტიკასა და გერმანულ ენას უცხოეთში. იმავდროულად წარმოადგენს უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის ეროვნულ სააგენტოს. ამ სახით DAAD ემსახურება გერმანიის საგარეო და განათლების პოლიტიკის მიზნებს.

DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს. ამჟამად საქართველოში DAAD-ის ორი ლექტორი მოღვაწეობს თბილისსა და ქუთაისში.

მის.: თბილისი, მ. ზანდუკელის ქ. 16. (ტელ.: 2920926),

გვერდის დასაწყისში გადასვლა