Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანული ენის თვე 2019 იწყება

02.05.2019 - პრესრელიზი

20 აპრილიდან 11 ივნისამდე გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები და კულტურის დარგის დაწესებულებები წელს უკვე მეშვიდედ მართავენ „გერმანული ენის თვეს“. მრავალი სხვადასხვა ღონისძიების დროს დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ამ სამი ქვეყნის ენასა და კულტურას. ინაციატივის „სამი ქვეყანა - ერთი ენა“ ფარგლებში ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, რომლის მიზანია ინტერესის გაღვივება გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების მდიდარი კულტურისადმი.
ერთი თვის განმავლობაში გაიმართება მოხსენებები, კინოჩვენებები, ლიტერატურული, საინფორმაციო და სპორტული ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს ქვეყნები დაინტერესებულ პირებს ისედაც  სთავაზობენ.
ჩვენ წელსაც შევძელით შეგვედგინა ძალიან საინტერესო პროგრამა, რაც საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებების კარგი სინთეზი იქნება. მაგალითად კითხვის მოყვარულთათვის გაიმართება წიგნების პრეზენტაციები, საავტორო კითხვა და საინტერესო დისკუსიები. ერთ-ერთი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოს ფარგლებში, რომელიც ფირმა Majorel-ის მხარდაჭერით გაიმართება, პუბლიკა ჰერმან ჰესეს სამყაროში აღმოჩნდება. ასევე კინოს მოყვარულთათვის გვაქვს ბევრი შეთავაზება: ნაჩვენები იქნება სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი ფილმები, მათ შორის „Auf der anderen Seite“, „Westen“ და „Die göttliche Ordnung“. საფეხბურთო ტურნირი ქუთაისში იზრუნებს სპორტულ აქტივობაზე, ხოლო პაბ-ვიქტორინა „სამი ქვეყანა - ერთი ენა“ სტუმრებს ღრმად დაფიქრების საშუალებას მისცემს. სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებების დროს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია გერმანული ენის სწავლასთან და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და გერმანიის პარლამენტის სტიპენდიებთან დაკავშირებით.

გთავაზობთ რამდენიმე მთავარი ღონისძიების პროგრამას:


პაბ-ვიქტორინა „სამი ქვეყანა - ერთი ენა“
9 მაისი, 20:00 სთ.
ორგანიზატორი: გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები საქართველოში
ადგილი: ბარი Woland’s Speakeasy, ივანე მაჩაბელის ქ. 2, თბილისი (შესასვლელი რესტორან „Mama Terra“-ში არსებული წიგნების კარადიდან, პაროლი „Butterbrot“)
ენა: გერმანული
მითითება: გთხოვთ დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე www.facebook.com/DreiLaender


ფილმის ჩვენება: „Die göttliche Ordnung“ (შვეიცარია, 2017)
16 მაისი, 20:00 სთ.
ორგანიზატორი: შვეიცარიის საელჩო
ადგილი: კინოთეატრი კავეა გალერეა, თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4
ენა: შვეიცარიული გერმანული, გერმანული და ინგლისური სუბტიტრებით
მითითება: ასაკობრივი შეზღუდვა 12+


ტომ შულცის საავტორო კითხვა. ლექსები და პროზა
28 მაისი, 18:30 სთ.
ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი, თბილისი, ზანდუკელის ქ. 16
ენა: გერმანული


რობერტ მენასე (ავსტრია) თბილისის წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე: პრეზენტაცია წიგნისა „დედაქალაქი“, მაია ფანჯიკიძის ქართული თარგმანი
30 მაისი, 14:30 სთ.
ორგანიზატორი: ავსტრიის საელჩო, გამომცემლობა „ინტელექტი“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
ადგილი: ექსპო ჯორჯია, თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. 118
ენა: გერმანული, ქართული


PASCH-სკოლების ცოდნის პარკური
31 მაისი, 15:00 – 18:00 სთ.
ორგანიზატორი: ZfA, თბილისის 52-ე საჯარო სკოლა
ადგილი: თბილისის ბოტანიკური ბაღი
ენა: გერმანული
მითითება: ღია ღონისძიება


გოეთეს თასი - საფეხბურთო ტურნირი ქუთაისში
2 ივნისი, 10:00 საათი
ორგანიზატორი: გოეთეს ინსტიტუტი, ქუთიაისის აკაკი წერეთლის სახ. უნივერსიტეტი
ენა: გერმანული, ქართული
მითითება: რეგისტრაცია აუცილებელია


ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო: ჰერმან ჰესე - ცხოვრებისეული პორტრეტი ლირიკაში, პროზაში, წერილებსა და მუსიკაში
5 ივნისი, 19:00 სთ.
ორგანიზატორი: გერმანიის საელჩო ფირმა Majorel-ის მხარდაჭერით
ადგილი: სამეფო უბნის თეატრი, თბილისი, აბესაძის ქ. 10
ენა: გერმანული


მითითება: რეგისტრაცია აუცილებელია ვებ-გვერდზე www.facebook.com/DreiLaender


ინფორმაციას ამ და სხვა ღონისძიებების შესახებ იხილავთ ფეისბუქის გვერდზე: facebook.com/DreiLaender!

ინიციატივას „სამი ქვეყანა - ერთი ენა“ ახორციელებენ გერმანიის, ავსტირიისა და შევიცარიის საელჩოები საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), ავსტრიის ბიბლიოთეკა თბილისში, საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA), გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი სამხრეთ კავკასიაში და ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში. 

დამატებითი შეკითხვებისათვის გერმანული ენის თვესთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ გერმანიის საელჩოს პრესის განყოფილებას ან შესაბამისი ღონისძიების ორგანიზატორს.


პრესის წარმომადგენლებს გულითადად ვიწვევთ ყველა ღონისძიებაზე.

გვერდის დასაწყისში გადასვლა