Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში 2018 წლის 23 - 24 აგვისტოს

Premierminister Bachtadse und Bundeskanzlerin Merkel vor georgischem Militär

Begrüßung mit Militärischen Ehren, © Bundesregierung / Jesco Denzel

სტატია

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა თავისი ვიზიტი

Bundeskanzlerin Merkel vor Denkmal am Heldenplatz
Kranzniederlegung am Heldenplatz© Bundesregierung / Jesco Denzel

სამხრეთ კავკასიაში 2018 წლის 23 აგვისტოს თბილისიდან დაიწყო. პირველად იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდა. საუბრის მთავარ თემებს წარმოადგენდა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები. შეხვერდრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერალურმა კანცლერმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას „დიდი უსამართლობა“ უწოდა და მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანია „სანდო პარტნიორად“ მოიხსენია და ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების „საერთო ინტერესს“. 

შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან. ამ შეხვედრის შემდეგ კი ფედერალურმა კანცლერმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკო სხვადასხვა კონფლიქტებში საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალი. 

Bundeskanzlerin Merkel bei der Diskussion mit Studenten in der TSU
Bundeskanzlerin Merkel bei der Diskussion mit Studenten in der TSU© Bundesregierung / Jesco Denzel

მეორე დილით ფედერალური კანცლერი შეხვდა საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. შემდეგ იგი ესტუმრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ესაუბრა სტუდენტებს. ამ შეხვედრას უამრავი სტუდენტი დაესწრო, რომლებმაც ფედერალურ კანცლერს ბევრი საინტერესო კითხვა დაუსვეს. შეხვედრის შემდეგ ქალბატონი მერკელი გაემართა სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრისკენ და შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებს. საქართველოში ვიზიტის ბოლოს ფედერალური კანცლერი გაესაუბრა გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც საქართველოში მონაწილეობას იღებდნენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი“. 

საქართველოს შემდეგ ქალბატონი მერკელი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია. 

გვერდის დასაწყისში გადასვლა